გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის დევნილი ვეტერანები 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დევნილი მკვეთრად გამოხატული შშმ I ჯგუფის ვეტერანები ერთჯერად 500-ლარიან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი ჯინჭარაძემ ვეტერანებს სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის იმ პროგრამებზე ილაპარაკა, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის ხორციელდება. ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვეტერანების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს აფხაზეთის მთავრობისგან ერთჯერადი დახმარება ყოველწლიურად გადაეცემათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.