პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სანქტ-პეტერბურგში დრონების შეტევის შემდეგ Ozon-ის საწყობსა და ნავთობის ტერმინალზე ხანძარი გაჩნდა

სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, ხანძარი კი Ozon-ის საწყობსა და ნავთობის ტერმინალს გაუჩნდა, - იტყობინება გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი.

სანქტ-პეტერბურგში დრონების შეტევის შემდეგ Ozon-ის საწყობსა და ნავთობის ტერმინალზე ხანძარი გაჩნდა
BM.GE

პეტერბურგში დრონებით თავდასხმის შედეგად ონლაინ-რითელერ Ozon-ის ერთ-ერთ ლოგისტიკურ საწყობში ხანძარი გაჩნდა.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი ყველა თანამშრომლის ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ჩვენ სწრაფად მოვახდინეთ ყველა თანამშრომლის ევაკუაცია. არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადეს Ozon-ის პრესსამსახურში.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორ ალექსანდრ ბეგლოვის განცხადებით, ღამის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმებისას ხანძარი გაჩნდა ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებზეც. კერძოდ, ცეცხლის კერები დაფიქსირდა ნევის, კრასნოსელსკის, კრასნოგვარდეისკისა და მოსკოვის რაიონებში, ასევე „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალზე“.

გუბერნატორის მონაცემებით, თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 5 ადამიანი.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დრონების შეტევა სანქტ-პეტერბურგზე - ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები