ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აქცია შსს-თან - ემიგრანტი, რომელსაც იტალიაში მოგებულ 2 მლნ-ს ართმევენ, საქმის გამოძიებას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

იტალიაში მოგებული 2 მილიონი ევროს გამო დავაში მყოფი ემიგრანტი ლელა ჩოქური შსს-სთან აქციას მართავს და გამოძიებას ითხოვს. ის ნინო გოდერძიშვილს თანხის მითვისების მცდელობაში, მის ოჯახს კი სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 55 წლის ემიგრანტი ლელა ჩოქური, რომელიც იტალიაში ლატარიაში მოგებული 2 მილიონი ევროს გამო სამართლებრივ დავაშია ჩართული, საქმის გამოძიებას ითხოვს.

ჩოქური ამტკიცებს, რომ საქმეში დოკუმენტები გაყალბდა და ქართულმა სასამართლომ გადაწყვეტილება სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო.

ემიგრანტი თანხის მითვისების მცდელობაში კიდევ ერთ ემიგრანტს, ნინო გოდერძიშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, გოდერძიშვილმა მისი დავალებით ლატარიის მომგებიანი ბილეთი შეიძინა, მოგებიდან შეთანხმებული წილიც მიიღო, თუმცა ახლა მთელ თანხაზე აცხადებს პრეტენზიას.

ლელა ჩოქურის განცხადებით, მას ნინო გოდერძიშვილის ოჯახის წევრები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ემიგრანტი სამართალდამცველებისგან საქმის გარემოებების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.

გადავწყვიტე, რომ მინისტრს მივმართო, თუ შესაძლებელი იქნება, ძალიან სერიოზული საქმეა, ერთი ქვეყნის ინტერესები არ არის ეს, არის ევროპული ქვეყანა ჩარეული, იმიტომ, რომ ევროპის თანხებით შევიძინე მე აქ, ჩემს ქვეყანაში ქონება. ალიან ცოტა დრო მაქვს, იმიტომ, რომ ერთი წელიწადი ველოდე სამმართველოს სანამ გამოძიებას დაიწყებდნენ. ძალიან ცოტა დრო მაქვს, იმიტომ, რომ აღსრულებასთან შეიძლება, პრობლემები შემექმნას. ამიტომ მაქვს ორი-სამი დღე და მერე დავიწყებ უკვე კონკრეტულ მოქმედებას. თუ არ შემხვდებიან და ჩემს განცხადებას ყურადღებას არ მიაქცევენ, მაშინ მე უნდა მივმართო იტალიის გარკვეულ ორგანოებს.

ბილეთების ფული მივეცი 50 ევრო, რომ შემიძინე-მეთქი და თუ ვნახავთ, რომ რომელიმე მომგებიანი აღმოჩნდა, მე ვუთხარი, პატივს გცემ-მეთქი. იმ მომენტში განა დარწმუნებული ვიყავი, რომ ნამდვილად მომგებიან ბილეთს მომიტანდა, - ამბობს ლელა ჩოქური.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული - "ჭიათურობა 2026" გაიმართაწაიკითხე

უახლესი ამბები