ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კანადაში სამხედრო ბაზაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

კანადაში, ალბერტის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე მომხდარ ინციდენტსა და ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა თავდაცვის მინისტრ დევიდ მაკგინტის დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

კანადაში სამხედრო ბაზაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც
კანადაში სამხედრო ბაზაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიცინტერპრესნიუსი

კანადაში ალბერტის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე ინციდენტი მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

თავდაცვის მინისტრ დევიდ მაკგინტის არ დაუკონკრეტებია დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, არც ის, თუ რა გახდა ბაზაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის მიზეზი.

მისი თქმით, შაბათს საღამოს ბაზაზე კვლავ ძლიერი ხანძარი მძვინვარებდა.

მაკგინტის განცხადებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების პროცესს კანადის შეიარაღებული ძალები, ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივად კოორდინაციას უწევენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით 1 015 უკრაინული დრონი ჩამოაგდესწაიკითხე

უახლესი ამბები