ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ში უკრაინის ელჩი - უკრაინაში Starlink-ის დაკავშირებულობა ბოლომდე ჯერ არ აღდგენილა

აშშ-ში უკრაინის ელჩის, დენის სიენიკის განცხადებით, უკრაინაში Starlink-ის „სამხედრო პაკეტის“ დაკავშირებულობა სრულად არ აღდგენილა და შეზღუდვები ძალაშია. მისი თქმით, უკრაინის ოფიციალურ მოთხოვნებს არც SpaceX-მა და არც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა არ უპასუხა.

აშშ-ში უკრაინის ელჩი - უკრაინაში Starlink-ის დაკავშირებულობა ბოლომდე ჯერ არ აღდგენილა
აშშ-ში უკრაინის ელჩი - უკრაინაში Starlink-ის დაკავშირებულობა ბოლომდე ჯერ არ აღდგენილაინტერპრესნიუსი

უკრაინაში Starlink-ის დაკავშირებულობა ბოლომდე ჯერ არ აღდგენილა. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, დენის სიენიკმა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტთან, ალექს რაუფოღლუსთან საუბარში განაცხადა.

სიენიკის თქმით, უკრაინის მხრიდან ჯერ არ ყოფილა Starlink-ის ე.წ. “სამხედრო პაკეტის” - Starshield-ის სრული შესაძლებლობების აღდგენის დადასტურება და უკრაინის მოთხოვნებს არც თავდაცვის დეპარტამენტში და არც SpaceX-ში არ უპასუხეს.

სიენიკის თქმით, უკრაინას 160 კმ/სთ-ზე მეტ სისწრაფეებზე დაკავშირებულობის დაკარგვის დოკუმენტირებული მტკიცებულებები აქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-ის მიერ შემოღებული შეზღუდვები ჯერ კიდევ ძალაშია.

ამავდროულად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმის ფარგლებში, რუსეთმა 15 კრიტიკულად მნიშნველოვანი ენერგეტიკული ობიექტი დაბომბა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინული მხარე: SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები