მსოფლიო · 18 ოქტომბერი, 08:30
საფრანგეთში აქციის მონაწილეებმა ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს
საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს, რის გამოც, პრეფექტურის ცნობით, ისტორიული შენობა თითქმის განადგურდა.

საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს. პრეფექტურის განცხადებით, შენობა, ფაქტობრივად, განადგურებულია.
ფრანგული მედიის ცნობით, ნიღბიანმა დემონსტრანტებმა მერიის მიმდებარედ პოლიციის ავტომობილი დაწვეს, შემდეგ კი შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შიგნით შეიჭრნენ და ცეცხლი გააჩინეს.
მერიის შენობის ნაწილი 1975 წელს ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.