პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში საპროტესტო აქციების 400-მდე მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საფრანგეთში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული მასობრივი დემონსტრაციებისას 400-მდე ადამიანი დააკავეს, რიგ ქალაქებში კი პოლიციასთან შეტაკებები და შენობების დარბევა მოხდა.

საფრანგეთში საპროტესტო აქციების 400-მდე მონაწილე დააკავეს
იმედინიუსი

საფრანგეთში მასობრივი პროტესტის დროს 400-მდე ადამიანი დააკავეს. ცხოვრების გაძვირებისა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების წინააღმდეგ გამართულ საყოველთაო აქციებში დაახლოებით 550 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესე დაყრდნობით ავრცელებს. პროტესტის ორგანიზატორების შეფასებით კი, დემონსტრაციებში მონაწილეობა დაახლოებით 800 ათასმა ადამიანმა მიიღო.

რიგ ქალაქებში პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. სააგენტო AFP-ს ცნობით, მრავალ ადგილას დადასტურდა შენობებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისთვის ცეცხლის წაკიდების, ასევე მაღაზიების ძარცვის ფაქტები. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს არეულობაში ბრალდებულ პირთა იდენტიფიცირებისათვის და პასუხისგებაში მისაცემად.

შსს-ს მონაცემებით, პარიზის ქუჩაში დაახლოებით 110 ათასი ადამიანი გავიდა. ქალაქის მერის, ემანუელ გრეგუარის თქმით, ზოგიერთი ქუჩა „მეთოდურად დაარბიეს“, ზარალი კი „უზარმაზარია“.

არეულობას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ საფრანგეთის რესპუბლიკაში ძალადობის ადგილი არ არის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაფრანგეთი მოიცვა პროტესტმა ცხოვრების დონის გაუარესების წინააღმდეგ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მეთოდურად დაარბიეს“
ემანუელ გრეგუარი
„უზარმაზარია“
ემანუელ გრეგუარი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ძალადობრივი შეტაკებები და ალმოდებული შენობები — საფრანგეთში 1000-ზე მეტი დემონსტრანტია დაკავებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები