ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თვითონ რომ გარეთ იყო, რატომ არ გამოჰყავდა ასიათასობით ადამიანი?! - გურამ მაჭარაშვილი ლევან ხაბეიშვილზე​

გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას და განაცხადა, რომ თავად ხაბეიშვილმაც ვერ შეძლო ასიათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანა. თავის მხრივ, ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შემოდგომაზე დაანონსებული მასშტაბური პროტესტის ჩაშლაში ადანაშაულებს.

თვითონ რომ გარეთ იყო, რატომ არ გამოჰყავდა ასიათასობით ადამიანი?! - გურამ მაჭარაშვილი ლევან ხაბეიშვილზე​
თვითონ რომ გარეთ იყო, რატომ არ გამოჰყავდა ასიათასობით ადამიანი?! - გურამ მაჭარაშვილი ლევან ხაბეიშვილზე​რუსთავი 2

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციის მიმართ მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, საზოგადოებამ უკვე ბევრჯერ დაინახა ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციის სახე

"ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო, აბა ახლა ასე, არც 100 000-ის და არც 10 000-ის გამოყვანის თავი რომ არა აქვს ე.წ. ვითომ პოლიტიკურ პარტიებს, "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ფილიალების სახით, ეს საზოგადოებამ უკვე დაინახა. ხაბეიშვილი რომ საყვედურობს, ეს პრინციპში რეალურია, მაგრამ თვითონ რომ გარეთ იყო, რატომ არ გამოჰყავდა ასიათასობით ადამიანი?! - ძალიან კარგად გვახსოვს, გარეთაც იყო, მაგრამ პოლიციელებს ებრძოდა მარტო და რადიკალურ აქციებში მონაწილეობდა.

მუხლზე რომ დაიჩოქა და თქვა, რომ ცხენზე ამხედრებული შევარდები და სააკაშვილს გამოვიხსნიო - რატომ ვერ გააკეთა? მათივე ამომრჩეველმა დაინახა სიმართლე, რომ ეს ხალხი თურმე იკვებება უცხოეთიდან თანხებით, მერე აქ ახალგაზრდებს აჭერინებენ და თვითონ უცხოეთში ისვენებენ. ციხე შიგნიდან გატეხეს თვითონ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ. ყველაფერი დაამსხვრიეს ამ ქვეყანაში და საზოგადოება აღარ დაუჭერდა მხარს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უუნარობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევა - ხაბეიშვილის მწვავე კრიტიკა ოპოზიციას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაბეიშვილი წერს, რომ შემოდგომაზე დაანონსებული მასშტაბური პროტესტი არ შედგა და პოლიტიკური ჯგუფები ქუჩის აქციებს ერიდებიან. ნაცვლად რეალური ბრძოლისა, პოლიტიკოსების მხრიდან ხდება მხოლოდ ტელეეთერებში დროის გაყვანა და, მისივე თქმით, "პოლიტიკურ ველზე ტივტივი."

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„და მისი ფილიალების სახით, ეს საზოგადოებამ უკვე დაინახა. ხაბეიშვილი რომ საყვედურობს, ეს პრინციპში რეალურია, მაგრამ თვითონ რომ გარეთ იყო, რატომ არ გამოჰყავდა ასიათასობით ადამიანი?! - ძალიან კარგად გვახსოვს, გარეთაც იყო, მაგრამ პოლიციელებს ებრძოდა მარტო და რადიკალურ აქციებში მონაწილეობდა. მუხლზე რომ დაიჩოქა და თქვა, რომ ცხენზე ამხედრებული შევარდები და სააკაშვილს გამოვიხსნიო - რატომ ვერ გააკეთა? მათივე ამომრჩეველმა დაინახა სიმართლე, რომ ეს ხალხი თურმე იკვებება უცხოეთიდან თანხებით, მერე აქ ახალგაზრდებს აჭერინებენ და თვითონ უცხოეთში ისვენებენ. ციხე შიგნიდან გატეხეს თვითონ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ. ყველაფერი დაამსხვრიეს ამ ქვეყანაში და საზოგადოება აღარ დაუჭერდა მხარს“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნელ-ნელა რაღაც გულწრფელობის სენი შეეყარა რადიკალურ ოპოზიციას, ამბობენ იმას, რაც სინამდვილეში არის - დავით მათიკაშვილი​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები