თამაზ ბაკურიძე რევაზ სოხაძეს: ადამიანებმა, რომლებიც დასაქმებულები არიან ავტომაგისტრალზე, მითხრეს, რომ „მინისტრი ჩვენს ზარს ყოველთვის პასუხობს, მინისტრი საქმის კურსშია, მინისტრმა იცის, მინისტრმა გადმოგვცა“. მადლობა იმისთვის, რომ ეს 10-თვიანი პრობლემა მოგვარდა თქვენი მონაწილეობით
უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ავტომაგისტრალზე დასაქმებულების 10-თვიანი პრობლემა, რის გამოც ნატანებში ხელფასების მოთხოვნით აქცია გაიმართა და გზა გადაიკეტა, ხელისუფლების ჩართულობით მოგვარდა.

პირველ რიგში, მადლობა ტელეკომპანიას, რომ ასეთი შესაძლებლობა მოგვეცა პირადი კომუნიკაციის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.
ბაკურიძის თქმით, გადაცემაში წარმოადგენს ხალხს, რომლებიც ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან.
„პირველ რიგში, მადლობა ტელეკომპანიას, რომ ასეთი შესაძლებლობა მოგვეცა პირადი კომუნიკაციის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქ არ წარმოვადგენ არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას. წარმოვადგენ ხალხს, იმ ხალხს, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას გარკვეულ პრობლემებს აწყდება. სხვათა შორის, მინისტრის სიტყვებს მინდა დავემოწმო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, პირველი შემთხვევა მქონდა, ერთადერთი, ნატანებში წელს გვქონდა ხელფასებთან დაკავშირებით [აქცია], მაგისტრალიც გადაიკეტა. ადამიანებმა, რომლებიც დასაქმებულები არიან ავტომაგისტრალზე, მითხრეს, რომ „მინისტრი ჩვენს ზარს ყოველთვის პასუხობს, მინისტრი საქმის კურსშია, მინისტრმა იცის, მინისტრმა გადმოგვცა“. მადლობა იმისთვის, რომ ეს 10-თვიანი პრობლემა მოგვარდა თქვენი მონაწილეობით“, - აღნიშნა მან.
ციტატები სტატიიდან
„პირველ რიგში, მადლობა ტელეკომპანიას, რომ ასეთი შესაძლებლობა მოგვეცა პირადი კომუნიკაციის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქ არ წარმოვადგენ არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას. წარმოვადგენ ხალხს, იმ ხალხს, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას გარკვეულ პრობლემებს აწყდება. სხვათა შორის, მინისტრის სიტყვებს მინდა დავემოწმო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, პირველი შემთხვევა მქონდა, ერთადერთი, ნატანებში წელს გვქონდა ხელფასებთან დაკავშირებით [აქცია], მაგისტრალიც გადაიკეტა. ადამიანებმა, რომლებიც დასაქმებულები არიან ავტომაგისტრალზე, მითხრეს, რომ „მინისტრი ჩვენს ზარს ყოველთვის პასუხობს, მინისტრი საქმის კურსშია, მინისტრმა იცის, მინისტრმა გადმოგვცა“. მადლობა იმისთვის, რომ ეს 10-თვიანი პრობლემა მოგვარდა თქვენი მონაწილეობით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.