თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს
თბილისში „შაბათის მარში“ მიმდინარეობს, რომელსაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახიც შეუერთდა; მისმა მამამ პატიმრების ახლობლებს მოუწოდა, არ დამალონ ციხეებში არსებული ვითარება, რათა ბადრაგებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის განწყობა არ მიეცეთ.

თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ავლაბრის“ მეტროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეებს, ასევე შეუერთდნენ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.
დავითაძის მამამ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ ყველა პატიმრის მშობლებს, ნათესავებს: ნუ დაიხევენ უკან. არავინ არც კი გაბედოს, დამალოს სიბინძურე, რაც ციხეებში ტრიალებს, რათა არ მიეცეთ მეტი წამების და არაადამიანური მოპყრობის განწყობა ჩვენს ბადრაგებს“,- განაცხადა გიორგი დავითაძის მამამ.
შაბათის მარში პარლამენტთან დასრულდება.
ციტატები სტატიიდან
„მოვუწოდებ ყველა პატიმრის მშობლებს, ნათესავებს: ნუ დაიხევენ უკან. არავინ არც კი გაბედოს, დამალოს სიბინძურე, რაც ციხეებში ტრიალებს, რათა არ მიეცეთ მეტი წამების და არაადამიანური მოპყრობის განწყობა ჩვენს ბადრაგებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.