ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი ევროკომისიაზე: კვლავ არ იმჩნევენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა

ქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მმართველი გუნდი ევროკომისიის ანგარიშში გაუმჯობესებას არ ელოდება. მისი თქმით, ევროკომისიაში ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლება „ვერც რევოლუციით და ვერც არჩევნების გზით ვერ ჩაანაცვლეს“.

მმართველი გუნდი ევროკომისიის მორიგ ანგარიშში საქართველოს საკითხზე რაიმე გაუმჯობესებას არ ელოდება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ თუ ევროკომისიაში საღად დაიწყებენ აზროვნებას, ეს იქნება ნიშანი, რომ შეიძლება ურთიერთობა გადაიტვირთოს.

„კვლავ არ იმჩნევენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და ისინი ჯერჯერობით ვერ შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა და დაფინანსებისა, ვერც რევოლუციით ჩაგვანაცვლეს და მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩაუტარეს საარჩევნო კამპანიები აგენტურულ ოპოზიციას, ვერც არჩევნების გზით ჩაგვანაცვლეს. ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი. შესაბამისად, როგორც კი პირველი ნიშნები იქნება შესამჩნევი იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო საღად დაიწყეს აზროვნება, მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკვე ეს იქნება იმის სიგნალი, რომ შეიძლება ყველაფერი გადაიტვირთოს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კვლავ არ იმჩნევენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და ისინი ჯერჯერობით ვერ შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა და დაფინანსებისა, ვერც რევოლუციით ჩაგვანაცვლეს და მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩაუტარეს საარჩევნო კამპანიები აგენტურულ ოპოზიციას, ვერც არჩევნების გზით ჩაგვანაცვლეს. ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი. შესაბამისად, როგორც კი პირველი ნიშნები იქნება შესამჩნევი იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო საღად დაიწყეს აზროვნება, მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკვე ეს იქნება იმის სიგნალი, რომ შეიძლება ყველაფერი გადაიტვირთოს“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაჭავარიანი: ვერ მოითმენს EU დიდი ხანი და მოუწევთ ოცნებასთან ურთიერთობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები