პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პურის ფესტივალში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მეშვიდედ იმართება „პურის ფესტივალი“, რომელშიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და იშვიათი ვაზის ჯიშების ნიმუშებით მონაწილეობს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პურის ფესტივალში მონაწილეობს
იმედინიუსი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პურის ფესტივალში მონაწილეობს, რომელიც 17–18 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იმართება.

ფესტივალის ფარგლებში ცენტრის მიერ წარმოდგენილია ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების ნიმუშები, ბეჭდური სამეცნიერო და საინფორმაციო მასალები, რომლებიც აგრობიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებს ეხება.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ცენტრის საქმიანობას მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციის მხრივ. წარმოდგენილია აგრეთვე ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ფესტივალის მნიშვნელობაზე, ქართული ხორბლის პოპულარიზაციასა და მისი ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პურის ფესტივალი არის ადგილი, სადაც შესაძლებელია ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშების და პურის ცხობის ტრადიციების წარმოჩენა, ამ კულტურასთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარება და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წლებია მუშაობს ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების მოძიების, შესწავლის, დაცვის და ფერმერულ მეურნეობებში გავრცელების მიმართულებით.

ქართული ხორბლის საერთაშორისო აღიარება და მისი გამორჩეული გემოვნური თუ სხვა მახასიათებლების შესახებ ცნობიერების ამაღლება დამატებითი მოტივაციაა ფერმერებისთვის, გაზარდონ ადგილობრივი ჯიშების წილი წარმოებაში“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

„პურის ფესტივალს“, რომელმაც საზოგადოებრივი ჩართულობის, განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კატეგორიაში Acanthus Prize-ის ოქროს ჯილდო მოიპოვა, ბოტანიკური ბაღი მეშვიდედ მასპინძლობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პურის ფესტივალში მონაწილეობს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პურის ფესტივალი არის ადგილი, სადაც შესაძლებელია ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშების და პურის ცხობის ტრადიციების წარმოჩენა, ამ კულტურასთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარება და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წლებია მუშაობს ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების მოძიების, შესწავლის, დაცვის და ფერმერულ მეურნეობებში გავრცელების მიმართულებით. ქართული ხორბლის საერთაშორისო აღიარება და მისი გამორჩეული გემოვნური თუ სხვა მახასიათებლების შესახებ ცნობიერების ამაღლება დამატებითი მოტივაციაა ფერმერებისთვის, გაზარდონ ადგილობრივი ჯიშების წილი წარმოებაში“
ლევან უჯმაჯურიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბოტანიკურ ბაღში ოქროს ჯილდოს მფლობელი პურის ფესტივალი იმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები