ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: Starlink-ის სიჩქარე უკრაინაში შეზღუდულია, ევროკავშირში - არა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში Starlink-ის კავშირის სიჩქარე კვლავ შეზღუდულია, რაც რუსულ დრონებთან ბრძოლას ართულებს, მაშინ როცა ევროკავშირში მსგავსი ლიმიტი არ მოქმედებს. მისი თქმით, კიევი ვითარების გარკვევას SpaceX-თან და აშშ-ის ადმინისტრაციასთან უშედეგოდ ცდილობს.

ზელენსკი: Starlink-ის სიჩქარე უკრაინაში შეზღუდულია, ევროკავშირში - არა
ზელენსკი: Starlink-ის სიჩქარე უკრაინაში შეზღუდულია, ევროკავშირში - არარადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ Starlink-ის კავშირის ტერმინალების სიჩქარე უკრაინაში კვლავაც შეზღუდულია და საათში 161 კილომეტრს შეადგენს - მაშინ, როცა ევროკავშირში, უკრაინის მეზობელ სახელმწიფოებში მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საათში 180 კილომეტრზე მეტი სიჩქარე.

ზელენსკი დაგეგმილ მოქმედებას ხედავს იმ გარემოებაში, რომ შეზღუდვა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას ეხება. 17 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ უკრაინის წარმომადგენლები ცდილობენ ვითარების გარკვევას კორპორაცია SpaceX-ისა და აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, თუმცა ჯერჯერობით პასუხები არ არის.

ზელენსკის თქმით, შეზღუდვები, მათ შორის, ართულებს ბრძოლას რუსეთის რეაქტიულ დრონებთან, რადგან გარდამტაცი დრონებისთვის აუცილებელია იმოძრაონ საათში 161 კილომეტრზე დიდი სიჩქარით.

შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამხედროებმა კვირის დასაწყისში გაავრცელეს - კიევსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის კონფლიქტის ფონზე, რომელიც შეიქმნა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დამყარებული ე.წ. დიზელის გარიგების გარშემო. შემდეგ იუწყებოდნენ, რომ უკრაინაში Starlink-ის მუშაობის სიჩქარე აღდგენას იწყებდა - თუმცა ზელენსკი 16 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტზე ამბობდა, რომ შეზღუდვები სრულად მოხსნილი არ იყო.

ზელენსკის განცხადებებიდან არ იკვეთება საქმე ეხება ე.წ. საბრძოლო პაკეტს Starshield, რომელიც Starlink-ის საფუძველზე მუშაობს, თუ სამოქალაქო ტერმინალებს. კორპორაცია SpaceX-ის მფლობელი, ილონ მასკი მანამდე აცხადებდა, რომ კავშირი არ აქვს უკრაინაში Starshield-ის მუშაობის შესაძლო შენელებასთან, რადგან ამ სისტემას პენტაგონი მართავს. ტრამპის ადმინისტრაციაში უარყოფდნენ რაიმე ტიპის განკარგულების გაცემას უკრაინისთვის სისტემის შენელების თაობაზე. 16 ოქტომბერს თავად ტრამპმაც განაცხადა, რომ მას და მასკს კავშირი არ აქვთ უკრაინაში Starlink-ის მომსახურების შემცირებასთან.

ამასთან, გაზეთი The Telegraph თავის წყაროებზე დაყრდნობით 16 ოქტომბერს წერდა, რომ იდეის ავტორი იყო მასკი და მას ტრამპიც დაეთანხმა. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით არ დადასტურებულა, პუბლიკაციის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ მასკს და თეთრ სახლს.

ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ საქმე, შესაძლოა, ეხებოდეს მცდელობას უკრაინა იძულებული გახდეს დათმობებზე წავიდეს რუსეთთან.

ზელენსკიმ ინტერვიუში ამაზე პირდაპირ მიანიშნა და აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით აშშ გააგრძელებს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას. ზელენსკის თქმით, ეს არასწორი მიდგომაა - რადგან სანქციების შერბილება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მშვიდობისკენ არ უბიძგებს, პირიქით, მას უფრო შთააგონებს. ზელენსკი გამოთქვამს იმედს, რომ დონალდ ტრამპი მაინც მოახდენს ზეწოლას პუტინზე.

ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობა ბოლო დღეებში დაიძაბა. ტრამპი გამოვიდა ზელენსკის შეცვლის მოწოდებით - მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის შეთანხმება, რომელიც რუსეთის დიზელის საწვავს გლობალურ ბაზრებზე დაუშვებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Telegraph: უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შენელება ტრამპს ილონ მასკმა შესთავაზაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები