ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Paramount-ი პირს ბრაუნის „წითელი აჯანყების“ მიხედვით ფილმს გადაიღებს

Paramount-ისთვის რეჟისორი ფრენსის ლოურენსი პირს ბრაუნის ფანტასტიკური ბესტსელერის, „წითელი აჯანყების“ სრულმეტრაჟიან ადაპტაციას გადაიღებს, რომლის სცენარზეც ჯასტინ როუდსი იმუშავებს.

Paramount-ი პირს ბრაუნის „წითელი აჯანყების“ მიხედვით ფილმს გადაიღებს
Paramount-ი პირს ბრაუნის „წითელი აჯანყების“ მიხედვით ფილმს გადაიღებსიმედინიუსი

„შიმშილის თამაშების“ რეჟისორი ფრენსის ლოურენსი Paramount-ისთვის პირს ბრაუნის ფანტასტიკური ბესტსელერების ციკლის პირველი წიგნის სრულმეტრაჟიან ადაპტაციას გადაიღებს.

„წითელი აჯანყების“ მოქმედება შორეულ მომავალში, კაცობრიობის მიერ მზის სისტემის სრული კოლონიზაციიდან 700 წლის შემდეგ ხდება. მასობრივი განსახლების შემდეგ ახალ სამყაროში დამყარდა მკაცრი სოციალური იერარქია, რომელიც სპეციალიზაციის სისტემისა და შესაბამისი ფერადი კოდის ირგვლივ არის აგებული. ყველაზე მაღლა ამ იერარქიაში ოქროსფერთა ელიტა დგას, ყველაზე დაბლა კი წითლები - უბრალო მაღაროელები, რომლებიც მარსზე ძვირფას ჰელიუმ-3-ს მოიპოვებენ.

სერიის მთავარი გმირია წითელი მაღაროელი დეროუ, რომელიც ცოლის სიკვდილით დასჯის შემდეგ თანხმდება რისკიან ოპერაციას, რათა გახდეს ოქროსფერი, შეაღწიოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და უსამართლო სისტემა შიგნიდან გაანადგუროს.

პირველი წიგნი 2014 წელს გამოვიდა. მას მოჰყვა ორი გაგრძელება: „ოქროს შვილი“ (2015) და „ცისკრის ვარსკვლავი“ (2016). 2018 წლიდან ბრაუნი სერიის გაგრძელებას წერს. ამჟამად ის ციკლის ბოლო, მეშვიდე წიგნზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაცაა „წითელი ღმერთი“.

ადაპტაციის სცენარს ჯასტინ როუდსი დაწერს. პირს ბრაუნი აღმასრულებელი პროდიუსერის როლს მოირგებს. სამსახიობო შემადგენლობა და პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ძალოსანი გოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენიაწაიკითხე

უახლესი ამბები