ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: რუსეთში მათემატიკოსი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულეს, Telegram-ში გაგზავნილი "ვარსკვლავების" გამო

რუსეთში 27 წლის მათემატიკოსი სემიონ კრასოტკინი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს Telegram-ში უკრაინული და ოპოზიციური არხებისთვის დაახლოებით 25 დოლარის ღირებულების ფასიანი რეაქციების, ე.წ. „ვარსკვლავების“ გაგზავნის გამო.

მედია: რუსეთში მათემატიკოსი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულეს, Telegram-ში გაგზავნილი "ვარსკვლავების" გამო
მედია: რუსეთში მათემატიკოსი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულეს, Telegram-ში გაგზავნილი "ვარსკვლავების" გამორადიო თავისუფლება

27 წლის მოსკოველი მათემატიკოსი, სემიონ კრასოტკინი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს, ე.წ. "ვარსკვლავების" გამო - ანუ ფასიანი რეაქციებისა მესინჯერში Telegram. ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა "ვოტ ტაკ".

გამოცემის მონაცემებით, კრასოტკინი ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში დააკავეს, დომოდედოვოს აეროპორტში, ყირგიზეთიდან დაბრუნების შემდეგ. მისი ტელეფონის შემოწმებისას მესაზღვრეებმა იქ "ვარსკვლავები" აღმოაჩინეს ოპოზიციური და უკრაინული ტელეგრამის არხების პოსტების ქვეშ. კრასოტკინი პირველ ეტაპზე დაუქვემდებარეს ე.წ. "დაკავების კარუსელს" - იგი წვრილმანი ხულიგნობის ადმინისტრაციული მუხლით რამდენჯერმე გაგზავნეს საგანგებო დაწესებულებებში. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ეს რუსეთის ხელისუფლებისთვის სტანდარტული პრაქტიკაა - სანამ პირი დაკავებულია, მის წინააღმდეგ მძიმე მუხლით ამზადებენ სისხლის სამართლის საქმეს.

კრასოტკინი 2 სექტემბერს გათავისუფლდა დაკავების სპეციალური დაწესებულებიდან, მაგრამ იგი მაშინვე შეიპყრეს ნიღბიანმა პირებმა. გამოცემას "ვოტ ტაკ" წყარო ატყობინებს, რომ ესენი იყვნენ ეფესბეს თანამშრომლები, რომლებმაც კრასოტკინი აწამეს, მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს, თავის არეში სცემეს, ხელებზე მიუერთეს ელექტროშოკის მოწყობილობა. შემდგომში იგი კვლავ სპეციალურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

კრასოტკინი იქიდან 17 სექტემბერს უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ ნაცვლად ამისა იგი მიიყვანეს ეფესბეს მოსკოვის სამმართველოში და საქმე აღძრეს სახელმწიფოს ღალატის მუხლით. გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ კრასოტკინს ამ შინაარის საქმის აღძვრით მანამდეც ემუქრებოდნენ. 19 სექტემბერს კრასოტკინს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წყაროთა მონაცემებით, საერთო ჯამში - გამოძიების მტკიცებით - კრასოტკინმა გაგზავნა 2200 რუბლის (დაახლოებით 25 დოლარი) ღირებულების "ვარსკვლავები", მათ შორის ტელეგრამის უკრაინულ არხზე, რომელიც ე.წ. "მიმებს" ავრცელებს და, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აგროვებს ფულს.

კრასოტკინი მუშაობდა ტრაპეზნიკოვის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, იგი ასევე არის ერთ-ერთი ადმინისტრატორი პროექტისა "რუსკიე ვიკინოვოსტი".

უფლებადამცველი ანა კარეტნიკოვა წერს, რომ ესაა მეექვსე საჯაროდ გახმაურებული საქმე ე.წ. "ვარსკვლავების" გარშემო.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგიწაიკითხე

უახლესი ამბები