ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შოტლანდიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

შოტლანდიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 80 წლის მამაკაცი და 16 წლის მოზარდი დაიღუპნენ. პოლიციის განცხადებით, გამოძიების უზრუნველსაყოფად დრიმენის რაიონის თავზე საჰაერო შეზღუდვები დაწესდა.

შოტლანდიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
შოტლანდიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპარუსთავი 2

შოტლანდიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

შოტლანდიის პოლიციის განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად 80 წლის მამაკაცი და 16 წლის მოზარდი გარდაიცვალნენ.

მედიის ინფორმაციით, მათ ოჯახის წევრებსა და უახლოეს ნათესავებს მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს.

ავიაკატასტროფის შემდეგ, დრიმენის (Drymen) რაიონის თავზე დროებით საჰაერო შეზღუდვები დაწესდა, რომელიც დრონების ფრენასაც შეეხო.

პოლიციის განცხადებით, სავარაუდოდ, ეს შეზღუდვები საჰაერო შემთხვევების გამოძიების სამმართველოსთვის (Air Accidents Investigation Branch) გამოძიების ჩატარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად დაწესდა.

პოლიციამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ შეზღუდულ საჰაერო სივრცეში ფრენა სისხლის სამართლის დანაშაულია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის დახმარების პაკეტს არ შეუერთდებიანწაიკითხე

უახლესი ამბები