ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული ენის სწავლის მსურველთათვის ახალი სასწავლო რესურსი შეიქმნა

არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის შეიქმნა ახალი ოთხდონიანი ელექტრონული სასწავლო რესურსი „ათინათი“. სახელმძღვანელოები და სამუშაო რვეულები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზეა განთავსებული.

ქართული ენის სწავლის მსურველთათვის ახალი სასწავლო რესურსი შეიქმნა
ქართული ენის სწავლის მსურველთათვის ახალი სასწავლო რესურსი შეიქმნაიმედინიუსი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა“ ფარგლებში შეიქმნა ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსი „ათინათი“. რესურსი განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის.

იგი მოიცავს ოთხი დონის - საანბანე, A1, A2 და B1 სახელმძღვანელოებს, ასევე თითოეული დონის სამუშაო რვეულს. წარმოდგენილი რესურსი ეფუძნება სწავლების თანამედროვე, კომუნიკაციურ და პრაქტიკულ მიდგომებს. რესურსის მიზანია ქართული ენის სწავლების პროცესის თანმიმდევრულად და ინტერაქტიულად წარმართვა, შემსწავლელთა საკომუნიკაციო უნარების განვითარება და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების ხელშეწყობა.

მასში გაერთიანებულია ენობრივი კომპეტენციის ისეთი ძირითადი მიმართულებები, როგორებიცაა მოსმენა, კითხვა, საუბარი და წერა, ასევე ლექსიკისა და გრამატიკის შესწავლა. სასწავლო რესურსში მოცემული მრავალფეროვანი რუბრიკები და პრაქტიკული დავალებები შემსწავლელს დაეხმარება ახალი მასალის გააზრებაში, ცოდნის განმტკიცებასა და რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციებში გამოყენებაში. ოთხდონიანი ელექტრონული სასწავლო რესურსი „ათინათი“ ხელმისაწვდომია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული სერვისებისა და რესურსების პორტალზე „განათლების E-სახლი“: https://educationhouse.ge/

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონს" ეწვიაწაიკითხე

უახლესი ამბები