ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Porsche-მ ახალი კონცეპტუალური სუპერქარი Mission S წარადგინა

Porsche-მ ახალი სუპერქარის, Mission S-ის კონცეპტი წარადგინა, რომელიც კომპანიის მუდმივი სამოდელო ხაზი გახდება. აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ლეიტერსის განმარტებით, ავტომობილი შიდა წვის და ჰიბრიდული ძრავებით გამოვა, ელექტრო ვერსია კი დაბალი მოთხოვნის გამო ამ ეტაპზე არ იგეგმება.

Porsche-მ ახალი კონცეპტუალური სუპერქარი Mission S წარადგინა
Porsche-მ ახალი კონცეპტუალური სუპერქარი Mission S წარადგინაBM.GE

გერმანულმა Porsche-მ ახალი ცენტრალურძრავიანი სუპერქარის, Mission S-ის კონცეპტი წარადგინა. აღნიშნული მოდელი 911 სერიაზე მაღალ საფასო კატეგორიაში იქნება და ბრენდის სამომავლო დიზაინის მიმართულებას განსაზღვრავს.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ახალი პლატფორმა გერმანული ავტომწარმოებლის ფლაგმანური სპორტული ავტომობილების ხაზის შექმნას ჩაუყრის საფუძველს და Mission S-ის დახმარებით Porsche კონკურენციაში შევა Ferrari, Lamborghini და McLaren-თან.

ახალი სუპერქარის ექსტერიერი გლუვი ზედაპირის და 918 Spyder-ისათვის დამახასიათებელ სტილს ეფუძნება. ავტომობილის უკანა ნაწილში დიზაინერებმა მოათავსეს სპეციალური აეროდინამიკური პანელები, რომელთა ზემოთაც აქტიური ფრთა და 917-ის სტილის გამაგრილებელი პროპელერი მდებარეობს.

რაც შეეხება ინტერიერს, კაბინაში მინიმალისტური სტილი და ფიზიკური ღილაკების რენესანსია. მძღოლის წინ ინჟინრებმა განათავსეს ხუთი მექანიკური მაჩვენებელი, რომელთა უკანაც 3D ეფექტის მქონე ციფრული ეკრანებია ჩაშენებული. ცენტრალური სენსორული ეკრანის ნაცვლად სალონში სმარტფონის მაგნიტური დამჭერი განთავსდა, რათა ინტერიერის დიზაინმა ჟამთა სვლას ღირსეულად გაუძლოს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პროექტი ბრენდის ახალი სტრატეგიული ხედვის ნაწილია. Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ლეიტერსმა განმარტა, რომ ახალი სამოდელო ხაზი არ იქნება ისეთი ლიმიტირებული წარმოების, როგორიც Carrera GT ან 918 იყო - უფრო მეტიც, ის გერმანული ბრენდის მუდმივ სამოდელო ხაზად ჩამოყალიბდება, რომელსაც რამდენიმე ვარიანტი ექნება, მათ შორის: შიდა წვის ძრავით, ჰიბრიდული და Plug-in ჰიბრიდით აღჭურვილი. როგორც ცნობილია, Mission S-ის ელექტრო ვერსიის წარმოება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან 100%-ით ელექტრო სუპერქარებზე მოთხოვნა დღეს უკიდურესად დაბალია.

ცნობისთვის, Mission S-ის დიზაინის შექმნისას ავტორებმა შთაგონებად ბრენდის ისტორიული მოდელები გამოიყენეს. კონცეპტის ვიზუალური დეტალები 911-ის, 917-ის, 918-ისა და GT1 სერიების ესთეტიკას იმეორებს.

Mission S-ის სიმძლავრის, ტექნიკური მონაცემების, ფასის და ძრავის ტიპის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მზია გიორგობიანი: წყლის სექტორი საკმაოდ პრობლემატურია, იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია და გარდა შრომისა და დროისა, რაც ამას სჭირდება, ასევე მნიშვნელოვანია სპეციფიკური კადრების არსებობა, როგორც სამშენებლო სექტორში და პროექტირების ნაწილში, ასევე მომსახურების ნაწილშიწაიკითხე

უახლესი ამბები