პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

თიბისი ბანკისაქართველოს ბანკი

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას Lion Finance Group-ის აქციები 1.62%-ით, ხოლო „თიბისის“ 4.83%-ით გაიზარდა, მაშინ როცა „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი 2.41%-ით შემცირდა.

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
BM.GE

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ — "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.

გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:

Lion Finance Group PLC (BGEO)-ის აქციების ფასი 1.62%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 125.80 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.19 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 11.82%-ით გაიზარდა.

„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 4.83%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 50.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.80 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 1.68%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 2.41%-ით შემცირდა და 42.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.98 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 5.71%-ით გაიზარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
პრემიერი: ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ტენდენცია, როცა საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობას გადააჭარბა, ეს ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ეკონომიკის სწრაფი ზრდის შედეგიაწაიკითხე

უახლესი ამბები