ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „შუახევობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობასაქართველოს პარლამენტი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულ „შუახევობას“ დაესწრო და განაცხადა, რომ მაღალმთიანი აჭარის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება. ღონისძიების ფარგლებში საპატიო შუახეველებიც დააჯილდოვეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „შუახევობას“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „შუახევობას“ დაესწროიმედინიუსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად სახალხო დღესასწაულს „შუახევობას“ დაესწრო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მაღალმთიანი აჭარის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება, განსაკუთრებული ყურადღება კი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ეთმობა.

„შუახევი მაღალმთიანი აჭარის გულია, სადაც კულტურა და ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენი ულამაზესი ბუნება და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ოთხივე სეზონზე ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. გვაქვს ამბიციური გეგმები და ვხედავთ ამ კუთხის დიდ შესაძლებლობებს. მთის მთავარი ძალა კი მისი ხალხია - ადამიანები, რომლებიც ინარჩუნებენ ტრადიციებს და სტუმრებს განსაკუთრებული სითბოთი მასპინძლობენ. მინდა მადლობა გადავუხადო შუახეველებს და მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება ვუსურვო მთელ მაღალმთიან აჭარას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მიმართა. ადგილობრივებს დღესასწაული ზურაბ პატარაძესთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ და შუახევის საკრებულოს თავმჯდომარემ იაგო დავითაძემ მიულოცეს.

დღესასწაულის ფარგლებში საპატიო შუახეველების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ზურაბ პატარაძემ ჯილდო ნუგზარ ზოსიძეს, ფრიდონ დავითაძეს, ხვიჩა შარაშიძეს და ამირან დარჩიძეს გადასცა . ჩატარდა კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები. წარმოდგენილი იყო ტრადიციული სამზარეულო, სამუზეუმო ექსპონატები და ეთნოგრაფიული ნიმუშები. მოეწყო დეკორატიული კუთხეები და შუახევის ამსახველი ფოტოგამოფენა, რამაც სტუმრებს მუნიციპალიტეტის ისტორიისა და ადგილობრივი ყოფის გაცნობის შესაძლებლობა მისცა. დღესასწაული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივ ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად ბენდი „ურსა“ მონაწილეობდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად სახალხო დღესასწაულს "შუახევობას" დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები