"წლის ბოლოს შევაჯამოთ" - პრემიერი II კვარტალში FDI-ის კლებაზე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვას პასუხისას განაცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება ცალკეულ კვარტლებში შესაძლებელია იყოს, თუმცა მთავრობა წლის ჯამური მაჩვენებლებით არის დაინტერესებული და დასკვნების გამოტანას წლის ბოლოს ითხოვს. სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით შემცირდა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტულ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეიძლება კლებადი იყოს, თუმცა მთავრობა უფრო მეტად სრული წლის ჭრილში ინვესტიციების ჯამური მოცულობით არის დაინტერესებული. ამის შესახებ კობახიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
"კვარტალიდან კვარტალამდე შეიძლება იყოს განსხვავებული სტატისტიკა. საბოლოო ჯამში ერთად დავაჯამოთ საშუალო წლიური სტატისტიკა და ამის მიხედვით შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები. წლის ბოლოს შევაჯამოთ", - განაცხადა BMG-ის კითხვაზე პასუხისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 750 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით, ანუ 210 მილიონი დოლარით ნაკლებია. მათ შორის, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 281 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტალის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 19.7%-ით ნაკლებია. 2026 წლის II კვარტალში კი, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 468.8 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს 2025 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემზე 23.2%-ით ნაკლებია.
ციტატები სტატიიდან
„კვარტალიდან კვარტალამდე შეიძლება იყოს განსხვავებული სტატისტიკა. საბოლოო ჯამში ერთად დავაჯამოთ საშუალო წლიური სტატისტიკა და ამის მიხედვით შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები. წლის ბოლოს შევაჯამოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…