შსს მინი სერიალს იღებს – 174 408 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება
შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური დოკუმენტური მინი სერიალის გადასაღებად 174 408 ლარს ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით დახარჯავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ აღნიშნულ თანხმობა უკვე გასცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური, დოკუმენტური მინი სერიალის გადასაღებად 174 408 ლარს დახარჯავს.
საბიუჯეტო თანხები მინი სერიალის გადასაღებად უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით დაიხარჯება.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ 2026 წლის 24 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალის ახალი სეზონის გადაღებისა და მისი საზოგადოებისთვის წარდგენის შესახებ.
პროექტის განხორციელება, მათ შორის, სერიალის გადაღება, საბოლოო პროდუქტის მომზადება და სატელევიზიო ეთერში გაშვება, გათვალისწინებულია 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
აღნიშნული ვადის განსაზღვრა განპირობებულია პროექტის შინაარსობრივი სპეციფიკით, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობითა და იმ გარემოებით, რომ სერიალში გასაშუქებელი საკითხების აქტუალურობა უშუალოდ უკავშირდება ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების პერიოდს“, – ნათქვამია დასაბუთების წერილში, რომლითაც შსს შესყიდვების სააგენტოსგან თანხის უტენდეროდ განკარგვის ნებართვას ითხოვდა.
ამავე დასაბუთების მიხედვით, სერიალის დაჩქარებულ ვადებში მომზადება განპირობებულია იმ თემების აქტუალობით, რომლებიც ცალკეულ სერიაში იქნება ნაჩვენები.
„ამასთან, ვინაიდან პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის კონკრეტული საკითხების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სერიალის საზოგადოებისთვის წარდგენის პერიოდს.
პროექტის განხორციელების მომდევნო წლისთვის გადავადების შემთხვევაში, შესაძლებელია, მასში ასახულმა საკითხებმა ნაწილობრივ დაკარგოს აქტუალურობა, რაც შეამცირებს დაგეგმილი საკომუნიკაციო ღონისძიების ეფექტიანობას და მისი განხორციელებით მისაღწევ შედეგს,“ – წერს შსს შესყიდვების სააგენტოს.
174 408 ლარის უტენდეროდ დახარჯვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა უკვე გასცა.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ 2026 წლის 24 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალის ახალი სეზონის გადაღებისა და მისი საზოგადოებისთვის წარდგენის შესახებ. პროექტის განხორციელება, მათ შორის, სერიალის გადაღება, საბოლოო პროდუქტის მომზადება და სატელევიზიო ეთერში გაშვება, გათვალისწინებულია 2026 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ვადის განსაზღვრა განპირობებულია პროექტის შინაარსობრივი სპეციფიკით, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობითა და იმ გარემოებით, რომ სერიალში გასაშუქებელი საკითხების აქტუალურობა უშუალოდ უკავშირდება ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების პერიოდს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.