ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ტაილანდში ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ცენტრალურ ბანკებს შორის პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში შეხვდნენ.
ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე, ცენტრალურ ბანკებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.