პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი – ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის მიმართ ინვესტორების ნდობა და კერძო კაპიტალი გაიზარდა. მისი თქმით, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 30 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის 14 ელექტროგადამცემი ხაზისა და 4 ქვესადგურის მშენებლობა.

მარიამ ქვრივიშვილი – ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე
პირველი არხი

ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია.

„ეს 30 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით. ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე. თუმცა, მხოლოდ გენერაციის ზრდა საკმარისი არ არის. ძლიერი ენერგოსისტემისთვის საჭიროა ძლიერი ქსელი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სისტემა, რომელსაც შეუძლია მეტი ენერგიის მიღება, გადაცემა და უსაფრთხოდ მართვა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, მთავრობამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

„მიმდინარეობს 14 ელექტროგადამცემი ხაზისა და 4 ქვესადგურის მშენებლობა, რაც, ჯამში, 587 კმ-ზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარებას მოიცავს. ეს არის ენერგეტიკის ის ნაწილი, რომელიც, შესაძლოა, საზოგადოებისთვის ნაკლებად თვალსაჩინო იყოს, მაგრამ რეალურად სწორედ აქ წყდება, რამდენად სწრაფად და რამდენად საიმედოდ განვითარდება მთელი სისტემა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციური"ინვესტორებს ენერგეტიკის სექტორის მიმართ ნდობა დაუბრუნდათ" - მარიამ ქვრივიშვილი
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალეობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს ენერგოსისტემას 300 მეგავატზე მეტი ახალი განახლებადი სიმძლავრე შეემატება​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები