ზელენსკი: აშშ არ დათანხმდა კომპრომისულ წინადადებას, რომლის შესრულების შემთხვევაშიც უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს შეწყვეტდა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ არ დათანხმდა კიევის კომპრომისულ წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების სანაცვლოდ შეწყვეტდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები არ დათანხმდა კომპრომისულ წინადადებას, რომლის შესრულების შემთხვევაშიც უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს შეწყვეტდა. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიზელის შეთანხმების შესახებ კიევი წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.
მან თქვა, რომ კიევისთვის მიუღებელია ის შეთანხმებები, რომლებიც უკრაინის მოქმედებებს განსაზღვრავს უკრაინასთან შეთანხმების გარეშე.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ ამერიკულ მხარეს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, რომელიც რუსეთს საპასუხო დარტყმების შეწყვეტას არ ავალდებულებდა.
"ჩემი წინადადება ამერიკული მხარისადმი ასეთი იყო: კარგი, ჩვენ პარტნიორები ვართ და თქვენ გჭირდებათ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუავებელ ქარხნებზე დარტყმები შევწყვიტოთ. მაშინაც კი, თუ ყველა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს საწვავის ფასზე გავლენას არ მოახდენს, თქვენ მაინც მიიჩნევთ, რომ ეს აუცილებელია. მაგრამ რადგანაც რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე თავდასხმას გააგრძელებს, მოგვაწოდეთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ბევრი არ არის საჭირო. მხოლოდ იმ პერიოდისთვის, ვიდრე ეს თქვენ გჭირდებათ. თუმცა ეს არ მიმიღია - უცნაურია," – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ციტატები სტატიიდან
„ჩემი წინადადება ამერიკული მხარისადმი ასეთი იყო: კარგი, ჩვენ პარტნიორები ვართ და თქვენ გჭირდებათ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუავებელ ქარხნებზე დარტყმები შევწყვიტოთ. მაშინაც კი, თუ ყველა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს საწვავის ფასზე გავლენას არ მოახდენს, თქვენ მაინც მიიჩნევთ, რომ ეს აუცილებელია. მაგრამ რადგანაც რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე თავდასხმას გააგრძელებს, მოგვაწოდეთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ბევრი არ არის საჭირო. მხოლოდ იმ პერიოდისთვის, ვიდრე ეს თქვენ გჭირდებათ. თუმცა ეს არ მიმიღია - უცნაურია,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.