ილონ მასკმა მფრინავი ავტომობილი წარადგინა - Tesla წარმოებას 2028 წელს დაიწყებს
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ახალი Roadster-ი წარადგინა, რომელსაც, მისი მტკიცებით, ფრენა და საათში 60 მილამდე ერთ წამზე ნაკლებ დროში აჩქარება შეუძლია. მასკის განცხადებით, ავტომობილის წარმოება 2028 წელს დაიწყება.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ახალი ავტომობილი წარადგინა, რომელსაც, მისი თქმით, ფრენა შეუძლია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პრეზენტაცია ტეხასში, SpaceX-ის საცდელ ობიექტზე გაიმართა. მასკმა Tesla-ს ახალი, ორადგილიანი სპორტული ავტომობილი Roadster-ი წარადგინა. მისი თქმით, მანქანა 0-დან 60 მილამდე საათში აჩქარებას ერთ წამზე ნაკლებ დროში შეძლებს, რაც რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
დემონსტრაციის დროს ავტომობილმა ქვედა ნაწილში შექმნილი შეწოვის ძალის გამოყენებით ციცაბო პანდუსზე ასვლა და თავდაყირა დაკიდება შეძლო. შემდეგ ის პანდუსიდან მოსწყდა, ჰაერში გადატრიალდა და ჰაერის ნაკადის დახმარებით დაეშვა.
დემონსტრაციისას საჭესთან მძღოლი არ იჯდა. მასკის თქმით, ეს იმისთვის გაკეთდა, „რომ დავრწმუნებულიყავით, არავინ დაშავდებოდა“.
მისი თქმით, ავტომობილის წარმოება 2028 წელს დაიწყება. თუმცა Tesla-ს ისტორიაში მასკს არაერთხელ დაუსახელებია კონკრეტული ვადები, რომლებიც საბოლოოდ რამდენიმე წლით გადაიწია.
ციტატები სტატიიდან
„რომ დავრწმუნებულიყავით, არავინ დაშავდებოდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.