პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ირანს ორმხრივ სანქციებს არ უწესებს და ქვეყანა მხოლოდ დადგენილი საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის შესაბამისად მოქმედებს.

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
რუსთავი 2

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მოქმედებს შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად.

"ჩვენ იცით, რომ სასანქციო რეჟიმებს ვითვალისწინებთ. იყო შესაბამისი სანქციები ამოქმედებული და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს სასანქციო რეჟიმებს, სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, როდესაც კონკრეტული ინსტიტუტები და სახელმწიფოები აწესებენ ასეთ სანქციებს, მივიღეთ ჩვენც შესაბამისი გადაწყვეტილება, რაზეც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. ჩვენ ვითვალისწინებთ სასანქციო რეჟიმს. ვმოქმედებთ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად. ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი. ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი - ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურივითვალისწინებთ სასანქციო რეჟიმს, ირანს ორმხრივ სანქციებს არ ვუწესებთ - კობახიძე
  3. ალიაოპოზიციური“ირანისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება იქნებოდა აბსურდი” – კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სანქციებზე ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს - კობახიძე ირანის ელჩის განცხადებებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები