ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ნაწილმა ციხე დატოვა

ტვ პირველისაქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ნაწილმა, რომლებმაც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, გლდანის ციხე დატოვა. გათავისუფლებულმა კახა კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ „ტაქტიკური უკანდახევა საჭიროა სტრატეგიული მიზნის მისაღწევად“.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ნაწილმა ციხე დატოვა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ნაწილმა ციხე დატოვანეტგაზეთი

ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ნაწილმა, რომლებმაც მანამდე საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, დღეს, 16 ოქტომბერს გლდანის ციხე დატოვეს. „ტვ პირველის“ ცნობით, უკვე გათავისუფლდნენ:

კახა კვაჭანტირაძე;

მიშო თოლორდავა;

დავით გიუნაშვილი;

გია თოლორდავა;

იური ლომიძე;

გიორგი ტალახაძე.

„მე ახალს არაფერს არ ვიტყვი, მთელმა ქვეყანამ იცის როგორი ხელისუფლებაც გვყავს. მოკლედ ვიტყვი, ფილოსოფიურად – ქოცობა ტეხავს, მართლა ტეხავს. ყველა პოლიტპატიმარს და არა მარტო პოლიტპატიმარს, პატრიოტ, წესიერ ადამიანებს ვუსურვებ თავისუფლებას. […] ზოგჯერ ტაქტიკური უკანდახევა საჭიროა სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ამის თქმა მინდა. [სტრატეგიული მიზანია], დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო“,– თქვა გლდანის ციხიდან გამოსულმა კახა კვაჭანტირაძემ „ტვ პირველთან“.

24 ივნისს 4 ოქტომბრის 5 განაყოფი საქმიდან მეოთხე ეპიზოდზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 13-ივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 12 მათგანი ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებს.

სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, გიორგი ტალახაძეს, ბექა მაჭავარიანს, გიორგი კირვალიძესა და კობა ეპიტაშვილს, ბრალის აღიარების სანაცვლოდ, ერთწლიანი რეალური საპატიმრო სასჯელი [დრო, რომელსაც ციხეში გაატარებენ] შეეფარდათ. კიდევ 3 წელი კი, ციხის გარეთ, პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნებიან. საპროცესო შეთანხმება გააფორმა საბა კორძაიამაც, მაგრამ ის უკვე მსჯავრდებულია სხვა დამოუკიდებელ საქმეში და ამის საფუძველზე მისი საპატიმრო სასჯელი არა ერთი წლით, არამედ წელიწად-ნახევრით განისაზღვრა. მანუჩარ მიქელაძემ საპროცესო გარიგებაზე უარი განაცხადა. მას მოსამართლე მახარობლიძემ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე ახალს არაფერს არ ვიტყვი, მთელმა ქვეყანამ იცის როგორი ხელისუფლებაც გვყავს. მოკლედ ვიტყვი, ფილოსოფიურად – ქოცობა ტეხავს, მართლა ტეხავს. ყველა პოლიტპატიმარს და არა მარტო პოლიტპატიმარს, პატრიოტ, წესიერ ადამიანებს ვუსურვებ თავისუფლებას. […] ზოგჯერ ტაქტიკური უკანდახევა საჭიროა სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ამის თქმა მინდა. [სტრატეგიული მიზანია], დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო“
კახა კვაჭანტირაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ქოცობა ტეხავს" - კახა კვაჭანტირაძის პირველი კომენტარი ციხიდან გათავისუფლების შემდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები