ძალიან სერიოზულ ტარიფებს დავაწესებ ან ევროპასთან რიგ სფეროებში ვაჭრობას საერთოდ შევწყვეტ - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა ევროკავშირს მაღალი ტარიფების დაწესებით და ვაჭრობის შეჩერებით დაემუქრა, თუკი კანადისთვის "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭების ინიციატივას მტრულ ნაბიჯად ჩათვლის. ტრამპმა კანადა ცუდ სავაჭრო პარტნიორად მოიხსენია. თავის მხრივ, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განმარტა, რომ ოტავას ევროკავშირთან უნიკალური ალიანსის შექმნა სურს და არა გაწევრიანება, ხოლო კანადამ აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა.

აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირს მაღალი ტარიფების დაწესებით და ვაჭრობის შეჩერებით ემუქრება.
დონალდ ტრამპმა "სასაცილო" უწოდა ევროკომისიის ინიციატივას კანადისთვის "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭების შესახებ და ოტავას "ცუდი სავაჭრო პარტნიორი" უწოდა.ტრამპის განცხადებით, თუ ევროპის ქმედებებში მტრულ განზრახვას დაინახავს, ვაშინგტონი მკაცრ ზომებს მიმართავს.
"ვფიქრობ, ეს ყველაფერი სასაცილოა. შეხედეთ კანადასთან დაკავშირებულ ვითარებას, კანადა სავაჭრო თვალსაზრისით, ძალიან ცუდი პარტნიორი იყო. თუ ისინი ასე მოიქცევიან, ამას მტრულ ნაბიჯად ჩავთვლით. ძალიან სერიოზულ ტარიფებს დავაწესებ, ან ევროპასთან, რიგ სფეროებში, ვაჭრობას საერთოდ შევწყვეტ. ასე რომ, თუ ევროპა ამას ცუდი განზრახვით გააკეთებს, ევროპას ძალიან მძიმე ტარიფებს დავუწესებთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ევროკომისიის ინიციატივას გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრიც. მარკ კარნის განმარტებით, ოტავას ევროკავშირთან არა გაწევრიანება, არამედ "უნიკალური ალიანსის" შექმნა სურს. პროცესები ვაშინგტონსა და ოტავას შორის ეკონომიკური უთანხმოების ფონზე მიმდინარეობს. კანადამ აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ვფიქრობ, ეს ყველაფერი სასაცილოა. შეხედეთ კანადასთან დაკავშირებულ ვითარებას, კანადა სავაჭრო თვალსაზრისით, ძალიან ცუდი პარტნიორი იყო. თუ ისინი ასე მოიქცევიან, ამას მტრულ ნაბიჯად ჩავთვლით. ძალიან სერიოზულ ტარიფებს დავაწესებ, ან ევროპასთან, რიგ სფეროებში, ვაჭრობას საერთოდ შევწყვეტ. ასე რომ, თუ ევროპა ამას ცუდი განზრახვით გააკეთებს, ევროპას ძალიან მძიმე ტარიფებს დავუწესებთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…