უცხოეთში „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე აშშ-ის სანქციები ისევ არ ვრცელდება
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უცხოეთში „ლუკოილის“ ავტოგასამართი სადგურებისთვის გაცემული სალიცენზიო შეღავათის ვადა 2027 წლის 24 აპრილამდე გააგრძელა, რის გამოც ამ ობიექტებზე დაწესებული სანქციები ისევ არ გავრცელდება.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტით, უცხოეთში „ლუკოილის“ ავტოგასამართი სადგურებისთვის გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იწურებოდა, 2027 წლის 24 აპრილამდე გაგრძელდა.
ლიცენზია ნიშნავს, რომ ამ ობიექტებზე არ ვრცელდება აშშ-ის მიერ „ლუკოილისთვის“ დაწესებული სანქციები.
აშშ-ის მიერ გაცემული კიდევ ერთი გენერალური ლიცენზიით, 2027 წლის 24 აპრილამდე გაგრძელდა ბულგარეთში „ლუკოილის“ ოთხ შვილობილ კომპანიასთან ტრანზაქციების ნებართვაც. მისი ვადაც ოქტომბრის ბოლოს იწურებოდა.
2025 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაგრძელების გამო სანქციები დაუწესა ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“.
„ლუკოილი“ იძულებული გახდა უცხოური აქტივების გაყიდვა დაეწყო.
„ლუკოილი“ ავტოგასამართ სადგურებს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში და საქართველოშიც და რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ევროპაში.
ამ ობიექტებს აშშ-ის სანქციები არ შეხებია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.