ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხათუნა ბურკაძემ გაერო-ს ადამიანის უფლებების პაქტების 60 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ციფრულ ტრანსფორმაციაზე მოხსენება წარადგინა

ხათუნა ბურკაძის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვის გამო ადამიანის უფლებათა დაცვის ტრადიციული მიდგომების შეცვლა და ახალი სამართლებრივი ჩარჩოების გაფართოებაა საჭირო.

ხათუნა ბურკაძემ გაერო-ს ადამიანის უფლებების პაქტების 60 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ციფრულ ტრანსფორმაციაზე მოხსენება წარადგინა
ხათუნა ბურკაძემ გაერო-ს ადამიანის უფლებების პაქტების 60 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ციფრულ ტრანსფორმაციაზე მოხსენება წარადგინაინტერპრესნიუსი

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესა და გაერო-ს პაქტების 60 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ციფრულ ტრანსფორმაციაზე მოხსენება წარადგინა.

საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით და COST Action BLUE-RIGHTS-სთან თანამშრომლობით გაიმართა.

ხათუნა ბურკაძემ ისაუბრა, თუ როგორია ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემების გავლენა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე.

„საერთაშორისო პაქტები სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ შეიქმნა იმ პერიოდში, როდესაც მათი ავტორები ვერ განჭვრეტდნენ ციფრული სამყაროს განვითარების ეტაპებს, შესაძლებლობებს. ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვის ფონზე, ყოველდღიურად ფართოვდება ადამიანსა და მანქანას შორის ურთიერთობა და იკვეთება ტრადიციული მიდგომების შეცვლის საჭიროება. ციფრული, კიბერ სივრცის უსაზღვრო ბუნება მოითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვის მიდგომების ახლებურად გააზრებას და მონაცემებზე, ციფრულ მმართველობაზე ორიენტირებულ საზოგადოებებში ტექნოლოგიების პასუხისმგებლიან გამოყენებასთან დაკავშირებული სტრატეგიული, სამართლებრივი ჩარჩოების გაფართოებას. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის სისტემების თანმდევი, უახლესი რისკები სათანადოდ უნდა განისაზღვროს შესაბამისი ტიპოლოგიების გამოკვეთის საფუძველზე. ეს პროცესი კი განაპირობებს ახალი ტიპის ორგანიზაციული, ტექნიკური ზომების დადგენას, რომლებიც უზრუნველყოფენ ინდივიდის კანონიერი ინტერესების დაცვას“,- განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

მისივე თქმით, „ხელოვნური ინტელექტის განვითარების მასშტაბების ზრდა მოითხოვს გლობალურ დონეზე სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს შორის შეთანხმებას“.

„2025 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით გლობალური დიალოგის პლატფორმის შექმნის შესახებ. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის უახლესი ტენდენციების როგორც განხილვას, ასევე ციფრულ მოთამაშეებს შორის გარკვეული კონსენსუსის მიღწევას,“ - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საერთაშორისო პაქტები სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ შეიქმნა იმ პერიოდში, როდესაც მათი ავტორები ვერ განჭვრეტდნენ ციფრული სამყაროს განვითარების ეტაპებს, შესაძლებლობებს. ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვის ფონზე, ყოველდღიურად ფართოვდება ადამიანსა და მანქანას შორის ურთიერთობა და იკვეთება ტრადიციული მიდგომების შეცვლის საჭიროება. ციფრული, კიბერ სივრცის უსაზღვრო ბუნება მოითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვის მიდგომების ახლებურად გააზრებას და მონაცემებზე, ციფრულ მმართველობაზე ორიენტირებულ საზოგადოებებში ტექნოლოგიების პასუხისმგებლიან გამოყენებასთან დაკავშირებული სტრატეგიული, სამართლებრივი ჩარჩოების გაფართოებას. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის სისტემების თანმდევი, უახლესი რისკები სათანადოდ უნდა განისაზღვროს შესაბამისი ტიპოლოგიების გამოკვეთის საფუძველზე. ეს პროცესი კი განაპირობებს ახალი ტიპის ორგანიზაციული, ტექნიკური ზომების დადგენას, რომლებიც უზრუნველყოფენ ინდივიდის კანონიერი ინტერესების დაცვას“
ხათუნა ბურკაძე
„ხელოვნური ინტელექტის განვითარების მასშტაბების ზრდა მოითხოვს გლობალურ დონეზე სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს შორის შეთანხმებას“
„2025 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით გლობალური დიალოგის პლატფორმის შექმნის შესახებ. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის უახლესი ტენდენციების როგორც განხილვას, ასევე ციფრულ მოთამაშეებს შორის გარკვეული კონსენსუსის მიღწევას,“
ხათუნა ბურკაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები