ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ოქტომბერი

ნატო

უკრაინის გენშტაბის მტკიცებით, რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს, თუმცა საომარი მოქმედებების პირობებში დაპირისპირებული მხარეების ოფიციალური მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ოქტომბერი
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ოქტომბერიბათუმელები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 561 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 790. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]

ტანკი – 12 414 ერთეული [+0]

ჯავშანტექნიკა – 25 552 ერთეული [+15]

საარტილერიო სისტემა – 51 242 ერთეული [+9]

MLRS – 2 217 ერთეული [+1]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 708 ერთეული [+1]

თვითმფრინავი – 449 ერთეული [+6]

ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 565 590 ერთეული [+693]

სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 958 ერთეული [+3]

გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]

წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 163 554 ერთეული [+230]

სპეცტექნიკა – 4 833 ერთეული [+3]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 130 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

670 თვითმფრინავი

283 ვერტმფრენი

117 299 უპილოტო საფრენი აპარატი

651 საზენიტო სარაკეტო სისტემა

27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა ხდება შავ ზღვაში, სადაც დრონები სატვირთო გემებს ესხმიან თავს – „რუსეთი ტესტავს ნატოს“

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ოქტომბერიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები