ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Tesla და SpaceX-ი შესაძლოა წლის ბოლომდე გაერთიანდნენ - Barclays-ი პროგნოზი

Barclays-ის პროგნოზით, ილონ მასკის კომპანიები Tesla და SpaceX შესაძლოა წლის ბოლომდე გაერთიანდნენ, რასაც ხელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არსებულმა ხელსაყრელმა ანტიმონოპოლიურმა ფონმა უნდა შეუწყოს.

Tesla და SpaceX-ი შესაძლოა წლის ბოლომდე გაერთიანდნენ - Barclays-ი პროგნოზი
Tesla და SpaceX-ი შესაძლოა წლის ბოლომდე გაერთიანდნენ - Barclays-ი პროგნოზიBM.GE

საინვესტიციო ბანკი Barclays-ი მოელის, რომ ილონ მასკის 2 უმსხვილესი კომპანია, Tesla- და SpaceX-ი შერწყმის გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე ოფიციალურად გამოაცხადებენ.

როგორც ირკვევა, პროცესების განვითარების ორი სცენარი განიხილება და შეთანხმება ან Tesla-ს აქციონერთა ყოველწლიურ კრებამდე გასაჯაროვდება, ან დამოუკიდებლად გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები გადაწყვეტილებას კრებისგან დამოუკიდებლად გამოაცხადებენ, პროცესი მომდევნო 6-12 თვეში მაინც დაიწყება.

არსებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მიზნად გარიგების დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დახურვას ისახავს, რადგან არსებული პოლიტიკური გარემო მასკს ანტიმონოპოლიური შემოწმებისთვის ხელსაყრელ ფონს უქმნის.

რაც შეეხება მოსალოდნელი გარიგების სტრუქტურას, ყველაზე სავარაუდო სცენარით, SpaceX-ი Tesla-ს აქციების სრული გაცვლის გზით შეისყიდის. როგორც ცნობილია, ამჟამად SpaceX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.1 ტრილიონს, ხოლო Tesla-ს ღირებულება $1.5 ტრილიონს შეადგენს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, Tesla-ს ინვესტორები თითო აქციის სანაცვლოდ SpaceX-ის დაახლოებით 0.7 აქციასა და დამატებით პრემიას მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი ილონ მასკს კომპანიებზე კონტროლის გამყარებაში დაეხმარება. კერძოდ, გაერთიანებულ ჰოლდინგში მილიარდერის წილი დაახლოებით 37% გახდება, ხოლო ხმის უფლების მქონე აქციათა წილი 56%-ს მიაღწევს. Barclays-ის ცნობით, დირექტორთა საბჭოები პროცესს ხელს არ შეუშლიან.

ინფორმაციისთვის, უოლ-სტრიტი ორი გიგანტის გაერთიანებას უკვე ელოდება, რადგან შერწყმის მთავარი ღირებულება არა მხოლოდ ფინანსური სინერგია, არამედ ვერტიკალური ინტეგრაციაა. გაერთიანება Tesla-ს ფიზიკური ხელოვნური ინტელექტის პროექტებს, Robotaxi-სა და Optimus-ს, SpaceX-ის ვირტუალურ აქტივებთან, Grok-თან და Macrohard-თან დააკავშირებს.

საყურადღებოა, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღებას დამოუკიდებელი მმართველი საბჭოების არსებობა აფერხებს, კომპანიების შერწყმა კი ამ ბარიერს სრულად მოხსნის.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ილონ მასკმა მფრინავი ავტომობილი წარადგინა - Tesla წარმოებას 2028 წელს დაიწყებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები