ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ხვალიდან ეს ასტროლოგიური „ვულკანი“ იღვიძებს… გაჩერებული პროცესები ნელა, მაგრამ შეუჩერებლად წინ დაიძვრება” – რამაზ გიგაური

ასტროლოგ რამაზ გიგაურის განცხადებით, პლუტონის დირექტულ ფაზაში გადასვლა ასტროლოგიურ „ვულკანს“ აღვიძებს, რაც ძველი პოლიტიკური სისტემების რღვევას, მასობრივ გამოსვლებსა და გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს.

,, ხვალიდან ეს ასტროლოგიური „ვულკანი“ იღვიძებს… გაჩერებული პროცესები ნელა, მაგრამ შეუჩერებლად წინ დაიძვრება” – რამაზ გიგაური
,, ხვალიდან ეს ასტროლოგიური „ვულკანი“ იღვიძებს… გაჩერებული პროცესები ნელა, მაგრამ შეუჩერებლად წინ დაიძვრება” – რამაზ გიგაურიალია

ასტროლოგი რამაზ გიგაური:

,, დირექტიული პლუტონი მერწყულში:ახალი რეალობის დასაწყისი

ხვალ, 16 ოქტომბერს, ხუთთვიანი რეტროგრადული ფაზის შემდეგ, პლუტონი დირექტული ხდება.

6 მაისიდან მოყოლებული, ტრანსფორმაციის, კრიზისებისა და ძალაუფლების პლანეტა უკუსვლით მოძრაობდა, რაც ფარული დუღილის, შინაგანი გადაფასებებისა და დამუხრუჭებული პროცესების პერიოდს ქმნიდა. ხვალიდან ეს ასტროლოგიური „ვულკანი“ იღვიძებს. ის ენერგია, რომელიც აქამდე ჩვენს ფსიქიკაში, სოციუმისა თუ საზოგადოების სიღრმეებში გროვდებოდა, გარეთ გამოვა და გაჩერებული პროცესები ნელა, მაგრამ შეუჩერებლად წინ დაიძვრება.

არქეტიპული და ასტროფსიქოლოგიური ცვლილებები

ასტროლოგიაში პლუტონი ძირეული ცვლილება და ტრანსფორმაციაა, მერწყული კი – აბსოლუტური თავისუფლება. ფსიქოლოგიურ დონეზე დირექტული პლუტონი ზუსტად იმ ძალას გვაძლევს, რომ უმტკივნეულოდ გავთავისუფლდეთ ტოქსიკური მიჯაჭვულობებისგან, შიშებისგან, კომპლექსებისა და მოძველებული სტერეოტიპებისგან.

დასრულდება ის შინაგანი განწმენდის (დეტოქსის, ტრანსცენდენტული „მარხვის“) ურთულესი პერიოდი და ჩვენი ცხოვრების ძირეულად შეცვლას დავიწყებთ. ბევრი რამ ზედაპირზე ამოვა – გაშიშვლდება ის პრობლემები, რისი შეცვლაც სასიცოცხლოდ აუცილებელია და რაც მთავარია, გაგვიჩნდება გაბედული, უფრო სწორად კი, რადიკალური ნაბიჯების გადადგმის სურვილი და შესაძლებლობა.

მუნდანური ასტროლოგია

მუნდანურ ჭრილში ეს მოვლენა უდიდეს გეოპოლიტიკურ ძვრებს მოიტანს. პლუტონი ძალაუფლება და კონტროლია, მერწყული კი – საზოგადოება, ინოვაციები და კოლექტიური ენერგია. დირექტულ ფაზაში გადასვლა ააჩქარებს ძველი პოლიტიკური სისტემებისა და ვერტიკალური იერარქიების (დიქტატურების, ავტოკრატიების) რღვევას. ის ნეგატიური მუხტი, რომელიც გაზაფხულიდან მოყოლებული გროვდებოდა, აფეთქდება და გადმოიღვრება.

ბევრ ქვეყანაში ძალაუფლების ბერკეტი ხალხის, კოლექტივის ხელში გადავა. მსოფლიო მასშტაბით ახალი ძალით იფეთქებს მასობრივი გამოსვლები და შესაძლოა, მოულოდნელი პოლიტიკური გადატრიალებებიც. ტექნოლოგიებში (განსაკუთრებით სამხედრო კუთხით) მოსალოდნელია ახალი გარღვევები და განვითარების ახალ, გაცილებით საინტერესო ეტაპზე გადასვლა. შეიძლება ამ პერიოდში ვიხილოთ ახალი სამხედრო სტრატეგიების განვითარება და აქედან გამომდინარე, მოულოდნელი და რაც მთავარია, მასშტაბური ცვლილებებიც.

ვისზე მოახდენს ყველაზე დიდ გავლენას?

ვინაიდან პლუტონი დირექტულ მოძრაობას მერწყულის მე-4 გრადუსიდან (3°04′) იწყებს, მისი ტრანსფორმაციული ბიძგი ყველაზე ძლიერად სწორედ ფიქსირებულ ნიშნებზე აისახება:

პირველ რიგში, უდიდესი ცვლილებები ელით მერწყულებს, ლომებს, კუროებსა და მორიელებს (განსაკუთრებით ამ ნიშნების პირველი დეკადის წარმომადგენლებს, ვინც იანვრის, ივლისის, აპრილისა და ოქტომბრის 22-დან 26 რიცხვამდე არიან დაბადებულები).

ასევე, უმნიშვნელოვანესი და კარმული პერიოდი ეწყებათ იმ ადამიანებს, ვისაც პირად ჰოროსკოპში ასცენდენტი (Asc), მთვარე ან რომელიმე პერსონალური პლანეტა მერწყულის (განსაკუთრებით), ლომის, კუროს ან მორიელის 2-დან 5 გრადუსამდე აქვთ განლაგებული. მათ ცხოვრებაში გარდამტეხი მოვლენების ციკლი იწყება.

როგორ შევხვდეთ ცვლილებებს?

პლუტონთან მიმართებაში ერთი ასტროლოგიური წესი არსებობს: ვინც მას ეწინააღმდეგება და ძველს ებღაუჭება, ის ინგრევა. ამ დროს ადამიანი ხდება ან ცვლილებების ინიციატორი, ან ცვლილებების მსხვერპლი. ის, ვინც ცვლილებებს ფეხს უწყობს, წარმოუდგენლად ძლიერდება.

ასე რომ, გაბედულად დაშალეთ ის სისტემა, რაც აღარ მუშაობს და აღარ მოგწონთ. ნუ შეგეშინდებათ ახალი რეალობის. ჩვენ წინ ზემძლავრი დინამიკური პერიოდი გვაქვს და ეს მომდევნო რეტროგრადულ ფაზამდე (2027 წლის 8 მაისამდე) გაგრძელდება. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჩვენი სრულიად ახალი, დამოუკიდებელი და თავისუფალი მომავალი უნდა ავაშენოთ.”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები