ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თურქეთში განიხილავენ 2028 წლის არჩევნების უფრო ადრე ჩატარების შესაძლებლობას, რაც ერდოანს საშუალებას...

თურქეთში 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება განიხილება, რაც რეჯეპ ტაიპ ერდოანს ხელახალი კენჭისყრის კონსტიტუციურ შესაძლებლობას მისცემს. გადაწყვეტილების მისაღებად მმართველ ალიანსს პარლამენტში კიდევ 29 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

თურქეთში განიხილავენ 2028 წლის არჩევნების უფრო ადრე ჩატარების შესაძლებლობას, რაც ერდოანს საშუალებას...
თურქეთში განიხილავენ 2028 წლის არჩევნების უფრო ადრე ჩატარების შესაძლებლობას, რაც ერდოანს საშუალებას...რადიო თავისუფლება

ამჟამად მომდევნო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმავე წლის მაისშია ჩანიშნული. „ახლა თითქმის ცხადია, რომ 2028 წლის არჩევნები მარტში ან აპრილში ჩატარდება“, — განუცხადა ჟურნალისტებს ანკარაში ერდოანის მრჩეველმა, მეჰმეთ უჯუმმა.

უჯუმს არ დაუკონკრეტებია, თუ რას ნიშნავს ეს პრეზიდენტის გეგმებისთვის.

ერდოანი თურქეთს თითქმის 23 წლის განმავლობაში მართავს — ჯერ პრემიერ-მინისტრის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის რანგში.

2017 წლის რეფერენდუმის შედეგად შემოღებული იქნა ახალი საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა, რომელმაც ერდოანს საშუალება მისცა, პრეზიდენტად კიდევ ორჯერ — 2018 და 2023 წლებში აერჩიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალმა სისტემამ ორვადიანი შეზღუდვა დააწესა, კონსტიტუცია მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას კვლავ მიანიჭებს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არჩევნებს ნაადრევად დანიშნავს, სანამ იგი თავისი მმართველობის ბოლო ხუთწლიან ვადას მთლიანად ამოწურავს.

თურქეთის ოპოზიციამაც მოითხოვა ნაადრევი არჩევნების ჩატარება — თუმცა განაცხადა, რომ მათ სურთ, ეს გამოიყენონ, როგორც გამოწვევა ერდოანის ეკონომიკური პოლიტიკისთვის და არა იმისთვის, რომ მას ხელახლა კენჭისყრის საშუალება მისცენ.

„საკითხის იქამდე დაყვანა, თუ „როგორ შეგვიძლია რეჯეპ ტაიპ ერდოანის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა უზრუნველვყოთ“, ჩვენი გადმოსახედიდან, უბრალოდ მიუღებელია“, — განაცხადა გასულ კვირას მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ოზგიურ ოზელმა.

დევლეთ ბაჰჯელიმ, ერდოანის მოკავშირე ნაციონალისტური MHP-ს ლიდერმა, გასულ კვირას მოუწოდა

პარლამენტს, „სათანადო დროს“ დანიშნოს არჩევნები, რათა „პრეზიდენტ ერდოანს ხელახლა კენჭისყრის საშუალება მიეცეს“

ნაადრევი არჩევნების ჩასატარებლად პარლამენტის სამი მეხუთედის - 600 დეპუტატიდან 360-ის

-ხმა საჭირო. ერდოანის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ (AKP) და მის მოკავშირეებს 331 ადგილი აქვთ, ამიტომ კონსერვატიულ ალიანსს სხვა პარტიებიდან კიდევ 29 ხმა ესაჭიროება, რაც შესაძლოა, ადვილი არ იყოს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახლა თითქმის ცხადია, რომ 2028 წლის არჩევნები მარტში ან აპრილში ჩატარდება“
მეჰმეთ უჯუმი
„საკითხის იქამდე დაყვანა, თუ „როგორ შეგვიძლია რეჯეპ ტაიპ ერდოანის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა უზრუნველვყოთ“, ჩვენი გადმოსახედიდან, უბრალოდ მიუღებელია“
ოზგიურ ოზელი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ის ორჯერ აირჩიეს ფინეთის პრეზიდენტად. თუმცა, ის მზად იყო ქუჩაში ძველ, გაცვეთილ ტანსაცმელში ჯდომისთვის, რათა თუნდაც ერთი წამით განეცადა ის, რასაც ბევრი ადამიანი ყოველდღიურად განიცდისწაიკითხე

უახლესი ამბები