ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვატო ყიფიანის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ყიფიანი ქალაქგარეთ იმყოფებოდა და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა. ყიფიანის ადვოკატ მარიკა ფხალაძის განცხადებით, ინფორმაციის გავრცელებამდე ყიფიანი ქალაქგარეთ იმყოფებოდა და მისთვის დაკავების მიზეზი უცნობია.

ვატო ყიფიანის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ყიფიანი ქალაქგარეთ იმყოფებოდა და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია
ვატო ყიფიანის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ყიფიანი ქალაქგარეთ იმყოფებოდა და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონიაინტერპრესნიუსი

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ვატო ყიფიანის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, მას ყიფიანთან დაახლოებით საათ-ნახევრის წინ ჰქონდა კომუნიკაცია.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, იმ დროისთვის, ყიფიანი დაკავებული არ ყოფილა და ქალაქგარეთ იმყოფებოდა.

ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მისთვის უცნობია დაკავების მიზეზი და ის, არის თუ არა საერთოდ დაკავებული. ამასთან, ფხალაძე ამბობს, რომ მას დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ყიფიანთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

ადვოკატის თქმით, ის ყიფიანის ოჯახთან დაკავშირებას ცდილობს.

ცნობისთვის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვატო ყიფიანთან ერთად ,,კაწროც” დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები