ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპი-ზელენსკის დაპირისპირება - თეთრი სახლი კრემლისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე მუშაობს

Financial Times-ისა და Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლი რუსეთისთვის სანქციების მოხსნასა და აქტივების განბლოკვაზე მუშაობს. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ტრამპის ნაბიჯებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მოთხოვნის მიუხედავად, რუსულ ენერგოობიექტებზე დარტყმებს არ შეაჩერებს.

ტრამპი-ზელენსკის დაპირისპირება - თეთრი სახლი კრემლისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე მუშაობს
ტრამპი-ზელენსკის დაპირისპირება - თეთრი სახლი კრემლისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე მუშაობსრუსთავი 2

თეთრი სახლი ახლა კრემლისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე მუშაობს. რუსულ დიზელზე შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, Financial Times-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, გაყინული რუსული აქტივებიც განბლოკოს. Reuters კი წერს, რომ თეთრ სახლში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" მიმართ ზომების შემსუბუქებას განიხილავენ. მიზანი ბაზრებზე საწვავის ფასის შემცირება და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებების განახლებაა.

ვაშინგტონის შეცვლილ პოლიტიკას, არჩევნების ჩატარების, თანამდებობის დატოვების მოთხოვნას და სამშვიდობო პროცესის ჩაშლის ბრალდებებს პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი. Financial Times-თან ინტერვიუში ზელენსკი ტრამპის მიერ პუტინთან დადებულ ეკონომიკურ გარიგებას აკრიტიკებს, "სტარლინკისა" და "სტარშილდის" შეფერხებებით გამოწვეულ მსხვერპლზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოთხოვნის მიუხედავად, რუსულ ენერგოობიექტებზე დარტყმებს არ შეაჩერებს.

ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია და ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინაში ამერიკული ინტერნეტპროვაიდერისა და სამხედრო საოპერაციო სისტემის შეფერხებაზე, რომელმაც ფრონტის ხაზზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაშალა. ტრამპის ადმინისტრაცია მომხდართან კავშირს უარყოფს. პასუხისმგებლობას იხსნის ილონ მასკიც და აცხადებს, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტი და სამხედრო უწყება იღებენ.

დონალდ ტრამპის მისამართით გაჟღერებულმა კრიტიკამ შესაძლოა, კიდევ უფრო დააზიანოს კიევსა და ვაშინგტონს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა - ეს დასკვნა კი, Financial Times-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების ლიდერებს ეკუთვნით. გამოცემა წერს, რომ ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოების ლიდერები ახლა ემზადებიან, ზელენსკის მოუწოდონ, ტრამპის მიმართ ტონი შეარბილოს და ამერიკელი კოლეგის შესახებ საჯარო მწვავე განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ, უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის რუსული აქტივების ნაწილის განბლოკვის საკითხს განიხილავს - Financial Timesწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები