"ოცნების" ყოფილი ლიდერი "ტვ პირველთან" ჰყვება, როგორ ატარებდა ივანიშვილი უმრავლესობის სხდომებს
გედევან ფოფხაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომაზე ოპოზიციის აკრძალვაზე იმსჯელებს. „ტვ პირველის“ ეთერში მან გაიხსენა, როგორ მართავდა ივანიშვილი უმრავლესობის სხდომებს და აღნიშნა, რომ მას ყველას თავის თანამონაწილედ გახდომის მოთხოვნილება აქვს.

კოალიცია "ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე ვარაუდობს, რომ 17 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წევრებთან ოპოზიციის აკრძალვის საკითხზე იმსჯელებს.
მისი თქმით, ეს მოვლენა არ არის რიგითი იმ ჯგუფისთვისაც კი, რომელიც ივანიშვილს შემორჩა.
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის თქმით, პარტიის ამჟამინდელ წევრებს ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ივანიშვილის გუნდში ყოფნით ძალიან რისკავენ.
ივანიშვილმა თუ ისინი არ დაარწმუნა, რომ ეს რისკი რეალურად არ არსებობს, მაშინ მე მიმაჩნია, რომ ასეთი მორჩილი და აბსოლუტურად მკვდარი საზოგადოებაც შეიძლება, პრობლემური გახდეს" - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მმართველი პარტიის ექს-ლიდერმა "პირველების" ეთერში თქვა, რომ იმ პერიოდში, როცა ის "ოცნების" რიგებში ირიცხებოდა, ერთადერთი უმრავლესობის სხდომა იყო, რომელსაც არ დაესწრო და ეს ის პერიოდია, როცა გიორგი კვირიკაშვილი პოსტიდან გაუშვეს, მიზეზად კი UNICEF-ის კვლევა დაასახელეს.
ფოფხაძემ ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას გაიხსენა კონკრეტული მაგალითიც გაიხსება და აღწერა რა ხდებოდა უმრავლესობის იმ სხდომებზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებდა.
მე გეტყვით ასეთ შემთხვევას, როცა ეკა ბესელიამ მიიღო გადაწყვეტილება, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ, ჩვენ შევთანხმდით, რომ [ვანო] ზარდიაშვილი უნდა წასულიყო და ეკა მე მტოვებდა პირველ მოადგილედ. ეს რომ გაფორმდა, ამაზე ივანიშვილი ჰქონდა კატარსტროფული რეაქცია. მან რამდენიმე დღეში დანიშნა უმრავლესობის სხდომა, სადაც დააყენა საკითხი, რომ მე უნდა გავეწვიე ფრაქციას იურიდიული კომიტეტიდან. მე მოვითხიოვე კენჭისყრა. კახიანი მომიბრუნდა და მითხრა: "გედი, ხომ იცი, წააგებ ამ კენჭისყრას და უხერხულში რატომ გვაგდებ-ო". მე ვუთხარი, საპრიოცედურო კომიტეტს ხელმძღვანელობ და კენჭისყრის გარეშე გაწვევა არ ხდებათქო.
მე მოვითხოვე კენჭისყრა და ობიექტურობა მოითხოვს, რომ იქ რამდენიმე ადამიანმა, რეალურად 10-ზე მეტმა, წინააღმდეგ აწია ხელი. ნუკრი ქანთარია იყო ამ პროცესში გასული, ეტყობა ხმის მიცემა არ უნდოდა და მახოსვს ბიძინამ [ივანიშვილმა] თქვა, რომ შემოვიდეს და მერე ჩავატაროთ კენჭისყრაო. ე.ი. მას აქვს იმის მოთხოვნილება, რომ ყველა გახადოს იმის მონაწილე, რასაც თავად აკეთებს"- თქვა ფოფხაძემ.
ციტატები სტატიიდან
„გედი, ხომ იცი, წააგებ ამ კენჭისყრას და უხერხულში რატომ გვაგდებ-ო“
„ყოფილი წევრის თქმით, პარტიის ამჟამინდელ წევრებს ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ივანიშვილის გუნდში ყოფნით ძალიან რისკავენ. ივანიშვილმა თუ ისინი არ დაარწმუნა, რომ ეს რისკი რეალურად არ არსებობს, მაშინ მე მიმაჩნია, რომ ასეთი მორჩილი და აბსოლუტურად მკვდარი საზოგადოებაც შეიძლება, პრობლემური გახდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.