სად არის ირაკლი კობახიძე?
ირაკლი კობახიძე სვეტიცხოვლობაზე არ გამოჩენილა და დელეგაციასთან ერთად სომხეთს ეწვია, ამ ფონზე კი ბიძინა ივანიშვილმა მმართველი გუნდის დეპუტატები პარტიის ოფისში საგანგებო შეკრებაზე დაიბარა.

სად არის ირაკლი კობახიძე? - "ქართული ოცნების" ლიდერი, გუშინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არ გამოჩენილა. მედია ჰქონდა ანონსი რომ პრემიერო სვეტიცხოვლის დღესასწაულზე 12:00 საათისთვის გამოჩნდებოდა, თუმცა ის კამერებს არ დაუფიქსირებია. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ კობახიძე გუშინ 14 ოქტომბერს საქართველოში იყო დღეს კი ის დელეჰგაციასთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.
კობახიძეს ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ერევანი მასპინძლობს.
ამ ფონზე კი შაბათს ბიძინა ივანიშვილმა დეპუტატები საგანგებო შეკრებაზე ცენტრალურ ოფისში დაიბარა.
ივანიშვილის საკონტაქტო პერსონა გუნდთან ამ დრომდე მხოლოდ ირაკლი კობახიძე იყო. სწორედ მისი გავლით იგებს საპარლამენტო გუნდი პარტიის ლიდერის დავალებებს და პოზიციას. ამჯერად თავად გადაწყვიტა შეხვდეს და პირადად გაესაუბროს. რა აქვს ასახსნელი ან რა აქვს გამოსაცხადებელი - ჯერ არც დეპუტატებმა იციან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.