ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

CNN: უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები ამოეწურა, რის გამოც ქვეყანა რუსული ბალისტიკური რაკეტების შეტევების წინაშე კიდევ უფრო დაუცველი გახდა

CNN-ის ცნობით, უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტები ამოეწურა, რის გამოც ქვეყანა რუსული ბალისტიკური იერიშების წინაშე დაუცველი დარჩა. პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისა და პუტინის გარიგების გამო თავი მოტყუებულად იგრძნო.

CNN: უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები ამოეწურა, რის გამოც ქვეყანა რუსული ბალისტიკური რაკეტების შეტევების წინაშე კიდევ უფრო დაუცველი გახდა
CNN: უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები ამოეწურა, რის გამოც ქვეყანა რუსული ბალისტიკური რაკეტების შეტევების წინაშე კიდევ უფრო დაუცველი გახდაიმედინიუსი

უკრაინას ამერიკული წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები ამოეწურა, რის გამოც ქვეყანა რუსული ბალისტიკური რაკეტების შეტევების წინაშე კიდევ უფრო დაუცველი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრიტიკული ვითარება დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებული ღია დაპირისპირების ფონზე შეიქმნა.

ბოლო დღეებში თეთრმა სახლმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება გააფორმა და უკრაინას მკაცრად მოუწოდა, შეეწყვიტა იერიშები რუსულ ნავთობინფრასტრუქტურაზე.

თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპისა და პუტინის გარიგების გამო თავი მოტყუებულად იგრძნო და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას მაინც გააგრძელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი თვეების განმავლობაში აფრთხილებდა პარტნიორებს, რომ ამერიკული წარმოების Patriot-ის რაკეტები იწურებოდა. ეს სისტემები მსოფლიოში ერთ-ერთ იშვიათ თავდაცვით იარაღს წარმოადგენს, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლია. თუმცა, რაკეტები ძვირადღირებულია და გლობალურად მათი მარაგი მწირია, რადგან სხვა ქვეყნებმა საკუთარი მარაგები ამოწურეს, ან ირანში მიმდინარე ომის ფონზე საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად იყენებენ.

CNN-ის წყაროს ცნობით, რაკეტების სიმწირის გამო, ბოლო იერიშის დროს ბალისტიკური რაკეტების უმრავლესობის ჩაჭრა ვერ მოხერხდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი ფიქრობს, რომ ტრამპს ავტოკრატები და ძალიან მდიდარი ადამიანები მოსწონსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები