„ჭორი და სიცრუეა“ - კირცხალია უარყოფს, რომ თითქოს უმრავლესობის ლიდერის პოსტს ტოვებს
„ჭორი და სიცრუეა ინფორმაცია, რომ თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ“, - აცხადებს კირცხალია. პარალელურად, 17 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა, რომელსაც დეპუტატ ლევან მაჭავარიანის თქმით, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

„ჭორი და სიცრუეა ინფორმაცია, რომ თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ. ეს საკითხი არ განიხილება“, - განუცხადა კირცხალიამ რადიო თავისუფლებას.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა „ტვ პირველს“ უთხრა, რომ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
„ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ მიმდინარე მოვლენები ზოგადად ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ. ასეთი სახის სამუშაო შეხვედრა ძალიან კარგია, მით უმეტეს, საპატიო თავმჯდომარე ესწრება ამ სხდომას. ყველა მიმდინარე მოვლენაზე იქნება მსჯელობა, მათ შორის პარტიების ეს მიმდინარე სარჩელი რაც არის. რა თქმა უნდა, ესეც მიმდინარე საკითხებში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და კიდევ სხვა ბევრი საკითხია, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში. არანაირი ახალი პროცესი არ არის დაწყებული პარტიაში“, - თქვა მაჭავარიანმა.
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 12 ოქტომბერსაც გაიმართა. მას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი ირაკლი კობახიძე არ ესწრებოდნენ.
სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი.
17 ოქტომბრისთვის დაგეგმილ სხდომას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიტო სამხარაძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი. მისი მტკიცებით, ოპონენტები „ოცნების“ წევრთა გადაბირებას ცდილობენ. „ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ“, - დაწერა სამხარაძემ.
„ჭორიკნებს, გუნდისთვის ზიანის მომტანებს, გადამთიელების მიერ მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ. სასტიკად და მწარედ!!!“ - დაამატა დეპუტატმა.
ამასთან, „საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტმა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ (თიკა) რუხაძის მიმართ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯების შესახებ სრული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.
უცნობია, განიხილავენ თუ არა „ქართული ოცნების“ წევრები ამ საკითხს უმრავლესობის სხდომაზე.
ციტატები სტატიიდან
„ჭორი და სიცრუეა ინფორმაცია, რომ თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ. ეს საკითხი არ განიხილება“
„ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ მიმდინარე მოვლენები ზოგადად ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ. ასეთი სახის სამუშაო შეხვედრა ძალიან კარგია, მით უმეტეს, საპატიო თავმჯდომარე ესწრება ამ სხდომას. ყველა მიმდინარე მოვლენაზე იქნება მსჯელობა, მათ შორის პარტიების ეს მიმდინარე სარჩელი რაც არის. რა თქმა უნდა, ესეც მიმდინარე საკითხებში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და კიდევ სხვა ბევრი საკითხია, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში. არანაირი ახალი პროცესი არ არის დაწყებული პარტიაში“
„ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ“
„ჭორიკნებს, გუნდისთვის ზიანის მომტანებს, გადამთიელების მიერ მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ. სასტიკად და მწარედ!!!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.