ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან 2.5987 ლარამდე გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა და მისმა ოფიციალურმა კურსმა 2.9129 ლარი შეადგინა.

15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5987 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.02 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.55 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9129 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.20 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4435 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 5.26 თეთრი შეადგინა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.