ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში ავარიას 28 წლის გლოვოს კურიერი ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის „გლოვოს“ კურიერი ვალერი იმედაშვილი ემსხვერპლა. ის მოპედით გადაადგილებისას ავტობუსს შეეჯახა და მძიმე ტრავმების გამო კლინიკაში გარდაიცვალა.

თბილისში ავარიას 28 წლის გლოვოს კურიერი ემსხვერპლა
თბილისში ავარიას 28 წლის გლოვოს კურიერი ემსხვერპლაალია

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ემსხვერპლა. – ინფორმაციასა და გარდაცვლილის ფოტოს ,,მთავარი ამბები კახეთიდან” აქვეყნებს.

როგორც გამოცემას ადგილობრივებმა უთხრეს, ახალგაზრდა კაცი “გლოვოს” კურიერად მუშაობდა და მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტობუსს შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიღებული მძიმე ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ვალერი იმედაშვილი ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედარი მშობლიურ სოფელ გავაზში გადაასვენეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები