ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დააჯარიმა

სემეკი

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის წყალმომარაგების სისტემების უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო 75 000 ლარით დააჯარიმა. კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ინფრასტრუქტურის ეტაპობრივად მოწესრიგება და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.

სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დააჯარიმა
სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დააჯარიმარუსთავი 2

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 75 000 ლარით დააჯარიმა.

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" დაევალა 2027 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობებსა და სატუმბ სადგურებზე წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების, ასევე კომპანიის კუთვნილი ელექტრომეურნეობის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

გარდა ამისა, არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა, კომპანიამ, ყველა საჭირო სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს მდინარე მტკვარზე არსებული აკვედუკი 5-ის საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან, სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა.

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" დაევალა სამუშაოების დასრულების შემდგომ სემეკში წარადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ მომზადებული, საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან წყალმომარაგების სისტემის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები