ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

YouTube-მა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკის მარკირება დაიწყო

ვიდეოჰოსტინგმა YouTube ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი მუსიკალური კომპოზიციების მარკირება დაიწყო, რაც პირველ ეტაპზე YouTube Music-ის პლეიერში გამოჩნდება, მოგვიანებით კი ძირითად აპლიკაციაშიც დაინერგება.

YouTube-მა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკის მარკირება დაიწყო
YouTube-მა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკის მარკირება დაიწყოიმედინიუსი

ვიდეოჰოსტინგმა YouTube ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი მუსიკალური კომპოზიციების მარკირების დანერგვა დაიწყო. ინოვაცია YouTube Music-ში უკვე მოქმედებს.

YouTube-ში აღნიშნეს, რომ გენერაციული AI არტისტებს შემოქმედებისა და ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს. თუმცა, მსმენელებს სურთ გამჭვირვალობა იმ სიტუაციებში, როდესაც ნეიროქსელების დახმარებით შექმნილ ტრეკებს აწყდებიან.

სპეციალური აღნიშვნა პირდაპირ პლეიერის გვერდზე განათავსეს. მასზე დაწკაპუნებით ​კომპოზიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი.

AI-ის შესახებ აღნიშვნა ჯერჯერობით მხოლოდ YouTube Music-შია ხელმისაწვდომი, თუმცა მოგვიანებით ძირითად აპლიკაციაშიც გამოჩნდება.

YouTube არ არის პირველი სერვისი, რომელმაც AI-კონტენტის მარკირება დანერგა. მანამდე ანალოგიური აღნიშვნები გამოჩნდა Apple Music-სა Spotify-ზე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ტექნოლოგიები ·
Meta-ს 25 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა -.დეტალებიწაიკითხე

უახლესი ამბები