ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შავ ზღვაში, რუმინეთის წყლებში მაშველები 8 მეზღვაურს ეძებენ

ნატო

შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებთან ტანკერ Wine Trader-ზე მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შემდეგ მაშველები ეკიპაჟის 8 წევრს ეძებენ. ბულგარეთი აცხადებს, რომ რეგიონში სატვირთო გემებზე დრონებით თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას.

შავ ზღვაში, რუმინეთის წყლებში მაშველები 8 მეზღვაურს ეძებენ
შავ ზღვაში, რუმინეთის წყლებში მაშველები 8 მეზღვაურს ეძებენბათუმელები

დღეს, 15 ოქტომბერს, დილით, შავი ზღვის რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში ხანძარი გაჩნდა სან-მარინოს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Wine Trader-ზე.

მედიის ცნობით, გემი სტამბოლიდან მოდიოდა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების საზღვართან იმყოფებოდა, როდესაც დილის 7 საათისთვის ეკიპაჟმა აფეთქებებისა და გემის ზედნაშენში გაჩენილი ხანძრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ეკიპაჟის 12 წევრიდან 8 დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ეკიპაჟის წევრები.

რუმინული მედიის ცნობით, ინციდენტს წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა.

ბოლო 10 დღის განმავლობაში, ნატოს წევრი ქვეყნების, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან, დრონების თავდასხმები განხორციელდა სულ მცირე ხუთ სატვირთო გემზე. ამ თავდასხმების შედეგად 23 მეზღვაური დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო შემთხვევისგან განსხვავებით, წინა შემთხვევები ნატოს ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს, თუმცა მათ გარეთ მოხდა, ბულგარეთის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში.

ბულგარეთი აცხადებს, რომ მის ტერიტორიულ წლებში დრონებით თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას. ბულგარეთის მთავრობამ ამ საკითხის განსახილველად რუსეთის ელჩიც დაიბარა.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმები გრძელდება - ბოლო დღეებში რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან დრონების სამიზნე რამდენიმე გემი გახდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები