საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხს, რომელსაც ევროპისკენ წასვლა სურს - ესტონეთის პრემიერი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხს, რომელსაც ევროპისკენ წასვლა სურს. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.

„საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხს, რომელსაც ევროპისკენ წასვლა სურს” - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალიმ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მანამდე მან უკრაინასა და მოლდოვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებებში ყველა კლასტერი უნდა გახსნას.
„უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, სავსებით გასაგებია, რომ ექვსი კლასტერიდან ოთხი უკვე გავხსენით, თუმცა საჭიროა ყველა კლასტერის გახსნა, რათა მათზე წვდომა გვქონდეს და პროცესი გაგრძელდეს”, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა
საქართველო ევროკავშირის მიღმა - ამ წუთებში ბრიუსელში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან. 15-16 ნოემბერს, ბრუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი იმართება.
ოფიციალურ ვებ გვერდზე ნათქვამია რომ, სიტყვით გამოვლენ ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიუ კოშტა, მარტა კოსი, კაია კალასი და წევრი ქვეყნების წარმომადგენელები. სპიკერებს შორის არიან კანდიდატი ქვეყნების ლიდერებიც მოლდოვადან, უკრაინიდან, მონტენეგროსა და ალბანეთიდან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.