მხოლოდ მისასალმებელია საფრანგეთის გადაწყვეტილება, როგორც ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას, მათაც აქვთ უფლება, რომ გარე ჩარევებისგან დაიცვან თავიანთი სახელმწიფო - არჩილ გორდულაძე
არჩილ გორდულაძემ საფრანგეთის მიერ უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონის მიღებას მისასალმებელი უწოდა და ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.

საფრანგეთი უცხოური ჩარევებისა და გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონს იღებს. გამკაცრებულ ზომებს კომიტეტის დონეზე მხარი უკვე დაუჭირა სენატმა. საარჩევნო მანიპულაცია უცხოური ძალის სასარგებლოდ ან ჩარევა, დაისჯება 6-ს წლამდე პატიმრობით. იქმნება სპეციალური სასამართლო პროცედურა.
თბილისში კიდევ ერთხელ მიუთითებენ ორმაგ სტანდარტზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომები დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვად ფასდება, მაშინ, როდესაც ანალოგიური შინაარსის ქართული ინიციატივები კრიტიკის საგანი ხდება.
"როდესაც ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონი განიხილებოდა ან ამერიკული კანონის "ფარას" თარგმანი იხილებოდა და მივიღეთ ეს ყველაფერი, რომელთა მიზანი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება და ამავდროულად გარე ჩარევების მინიმუმამდე დაყვანაა, ამასთან დაკავშირებით გვესმოდა, მათ შორის, საფრანგეთისგან და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდანაც და თვითონ ევროკავშირიდანაც, არარჩეული ბიუროკრატიისგან, რომ ეს არის დემოკრატიის უკუსვლა.
ხოლო მაშინ, ზუსტად იმავე პერიოდში, საფრანგეთი განიხილავდა კიდევ უფრო მკაცრ კანონმდებლობას და პირდაპირ უთითებდა დასკვნას სადაზვერვო სამსახურისა, სადაც მითითებული იყო არაერთი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ, რომელიც დაუმალეს თავისი პატრონების დავალებით კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულმა სხვა ეგრეთ წოდებულმა ენჯეოებმა.
ანალოგიურად გვახსოვს, რომ განიხილებოდა ევროკავშირში მთლიანად ევროკავშირისთვის დირექტივის მიღება, რომელიც გააჩერეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პირდაპირ ჩაწერეს და განმარტებით ბარათში ჩაწერეს, რომ სხვანაირად თუ ამ კანონს მივიღებთ, მაშინ საქართველოს წინააღმდეგ როგორ უნდა ვთქვათ რაიმეო. მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საფრანგეთის გადაწყვეტილება, როგორც ნებისმიერ ქვეყანას, სუვერენულ ქვეყანას, მათაც აქვთ უფლება, რომ გარე ჩარევებისგან დაიცვან თავიანთი სახელმწიფო", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
ციტატები სტატიიდან
„როდესაც ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონი განიხილებოდა ან ამერიკული კანონის "ფარას" თარგმანი იხილებოდა და მივიღეთ ეს ყველაფერი, რომელთა მიზანი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება და ამავდროულად გარე ჩარევების მინიმუმამდე დაყვანაა, ამასთან დაკავშირებით გვესმოდა, მათ შორის, საფრანგეთისგან და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდანაც და თვითონ ევროკავშირიდანაც, არარჩეული ბიუროკრატიისგან, რომ ეს არის დემოკრატიის უკუსვლა. ხოლო მაშინ, ზუსტად იმავე პერიოდში, საფრანგეთი განიხილავდა კიდევ უფრო მკაცრ კანონმდებლობას და პირდაპირ უთითებდა დასკვნას სადაზვერვო სამსახურისა, სადაც მითითებული იყო არაერთი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ, რომელიც დაუმალეს თავისი პატრონების დავალებით კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულმა სხვა ეგრეთ წოდებულმა ენჯეოებმა. ანალოგიურად გვახსოვს, რომ განიხილებოდა ევროკავშირში მთლიანად ევროკავშირისთვის დირექტივის მიღება, რომელიც გააჩერეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პირდაპირ ჩაწერეს და განმარტებით ბარათში ჩაწერეს, რომ სხვანაირად თუ ამ კანონს მივიღებთ, მაშინ საქართველოს წინააღმდეგ როგორ უნდა ვთქვათ რაიმეო. მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საფრანგეთის გადაწყვეტილება, როგორც ნებისმიერ ქვეყანას, სუვერენულ ქვეყანას, მათაც აქვთ უფლება, რომ გარე ჩარევებისგან დაიცვან თავიანთი სახელმწიფო“
„და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულმა სხვა ეგრეთ წოდებულმა ენჯეოებმა. ანალოგიურად გვახსოვს, რომ განიხილებოდა ევროკავშირში მთლიანად ევროკავშირისთვის დირექტივის მიღება, რომელიც გააჩერეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პირდაპირ ჩაწერეს და განმარტებით ბარათში ჩაწერეს, რომ სხვანაირად თუ ამ კანონს მივიღებთ, მაშინ საქართველოს წინააღმდეგ როგორ უნდა ვთქვათ რაიმეო. მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საფრანგეთის გადაწყვეტილება, როგორც ნებისმიერ ქვეყანას, სუვერენულ ქვეყანას, მათაც აქვთ უფლება, რომ გარე ჩარევებისგან დაიცვან თავიანთი სახელმწიფო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.