ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

60 ბოთლით დაწყებული მეღვინეობა და ექსპორტი აშშ-სა და ირლანდიაში - როგორ ვითარდება „მირანდას ღვინო“

ლეჩხუმის მარანმა „მირანდას ღვინო“, რომელმაც წარმოება 60 ბოთლით დაიწყო, წარმადობა 2 000 ბოთლამდე გაზარდა და პროდუქცია აშშ-სა და ირლანდიაში გაიტანა. დამფუძნებელ მირანდა ჩხეტიანის თქმით, ბიზნესის გაფართოებას მუშახელის დეფიციტი და მოუწესრიგებელი გზები აფერხებს.

60 ბოთლით დაწყებული მეღვინეობა და ექსპორტი აშშ-სა და ირლანდიაში - როგორ ვითარდება „მირანდას ღვინო“
60 ბოთლით დაწყებული მეღვინეობა და ექსპორტი აშშ-სა და ირლანდიაში - როგორ ვითარდება „მირანდას ღვინო“BM.GE

ლეჩხუმში მდებარე მცირე მარანმა „მირანდას ღვინო“ პროდუქციის წარმადობა 2000 ბოთლამდე გაზარდა და ექსპორტზე აშშ-სა და ირლანდიაში ყიდის.

როგორც მარნის დამფუძნებელმა მირანდა ჩხეტიანმა BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა, ღვინის წარმოება ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაა. დღეს მარანი ტვიშის მიკროზონის ცოლიკაურს ქვევრში, ევროპული მეთოდით აყენებს.

"ჩვენს ოჯახს მოსდევდა ვაზის სიყვარული. ბაბუაჩემს ჰქონდა ვაზი გაშენებული და წინაპრებიდან მოყოლებული ყოველთვის შეხება მქონდა ვაზთან და ღვინოსთან. 2017 წლის მოსავალი პირველად ვაქციეთ ბიზნესად - სულ 60 ბოთლი ჩამოვასხით და იქიდან ნელ-ნელა გავიზარდეთ. დღეს მაქსიმალური წარმოება 2 000 ბოთლის ფარგლებში გვაქვს.

ლეჩხუმში, ტრადიციულად ტვიშის მიკროზონის ცოლიკაური ყენდება. მეც წვენს ევროპული წესით ვადუღებ ქვევრებში. პირველადი დუღილის შემდეგ ღვინო თანამედროვე უჟანგავ ავზებში გადამაქვს და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ვასხამ ბოთლებში. ბავშვობიდან ჩართული ვიყავი ამ საქმიანობაში და დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დიდ სიყვარულში გადაიზარდა", - აღნიშნავს მეღვინე.

ჩხეტიანის ინფორმაციით, ამერიკის ბაზარზე პროდუქცია უკვე ორჯერ გაიტანეს, ირლანდიაში კი ექსპორტი პირველად განხორციელდა. ამ ეტაპზე მარანი ირლანდიიდან ახალ შეკვეთას ელოდება. მისივე თქმით, უცხოელ იმპორტიორებთან დაკავშირებაში ღვინის ფესტივალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„ფესტივალები მცირე მეწარმეების განვითარებისა და წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფართო საზოგადოებასთან გაცნობას. იმპორტიორებიც ძირითადად ასეთ მასშტაბურ ფესტივალებზე გავიცანი“, - ამბობს ჩხეტიანი.

ადგილობრივ ბაზარზე „მირანდას ღვინო“ რამდენიმე მცირე ბარსა და მაღაზიაში იყიდება. მარნის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება ტურისტების მიღებაა - სტუმრებს ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. ჩხეტიანის თქმით, მარანს სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორები სტუმრობენ, მათ შორის აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ინდოეთიდან.

მეღვინე მიიჩნევს, რომ ლეჩხუმში ეკოტურიზმისა და გასტროტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალია, თუმცა ბიზნესის გაფართოებას მუშახელის დეფიციტი და მოუწესრიგებელი გზები აფერხებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფესტივალები მცირე მეწარმეების განვითარებისა და წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფართო საზოგადოებასთან გაცნობას. იმპორტიორებიც ძირითადად ასეთ მასშტაბურ ფესტივალებზე გავიცანი“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?