ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 სექტემბერს საქართველოში

17 სექტემბერს საქართველოს მრავალ ქალაქსა და რეგიონში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, თბილისსა და სხვა დასახლებებში, წვიმიანი ამინდი და ნალექია მოსალოდნელი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 სექტემბერს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 სექტემბერს საქართველოშიიმედინიუსი

17 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც იწვიმებს, +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში წვიმაა, დღისით +19, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ამბროლაურში წვიმას ელოდებიან. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც ნალექიანი დღეა, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ახალქალაქშიც წვიმს, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +28 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +20 ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმს დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ასევე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.